4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მოერიდეთ ფულის ხარჯვას, განსაკუთრებით უსარგებლო ნივთებსა და არარეალურ მომსახურებაზე. მეტი დრო გაატრეთ საყვარელი ადამიანის გვერდით. შეეხმიანეთ ნათესავებს.

ტყუპი

დღევანდელი დღე შემოქმედებას, ხელოვნებას უნდა დაუთოთ. მაგრამ თუ მაინც მუშაობა მოგიწევთ, მაქსიმალურად ყურადღებით უნდა იყოთ, რადგან დღეს მეტად "დაფრინავთ ღრუბლებში".

კირჩხიბი

დღეს გარშემო მყოფები საინტერესო წინადადებებით მოგმართავენ. ცოტა მეტად დაკვირვებული უნდა იყოთ, რადგან ცრუ და რეალური შემოთავაზებები გაარჩიოთ ერთმანეთისგან.

ლომი

დღე საინტერესო შეხვედრებითა და ნაცნობობით იქნება დატვირთული. იქნებიან ისეთებიც, ვინც გულით შეგაქებთ და ვინც აფერისტის ნიღაბს იქნება ამოფარებული.

ქალწული

საყიდლებისთვის შესაფერისი დღეა. მართალია, იმაზე მეტი დაგეხარჯებათ, ვიდრე ვარაუდობდით, მაგრამ საყიდლები კიდევ დიდხანს გაგიხარებთ გულს. აგრეთვე კარგი დღეა ახლობლებთან შესახვედრად.

სასწორი

გამორიცხული არაა, ოჯახის წევრებმა და საყვარელმა ადამიანმა თქვენი მოუცლელობის გამო საყვედური გამოთქვან. ეცადეთ, ისე შეადგინოთ გრაფიკი, რომ მეტი დრო გააატაროთ მათთან ერთად.

მორიელი

კარგი დღეა სტილისა და იმიჯის შესაცვლელად. ამისკენ შეიძლება საყვარელმა ადამიანმა გიბიძგოთ, გადახედეთ გარდერობს და მიიღეთ რჩევები, მაგრამ ყველაფერს მისი სურვილისამებრ ნუ შეიცვლით.

მშვილდოსანი

თუ მატერიალური პრობლემები გაქვთ, ნუ მოგერიდებათ და დახმარება ნათესავებსა და მეგობრებს სთხოვეთ. შეიძლება ის თანხა ვერ მიიღოთ, რაზეც ოცნებობდით, მაგრამ რეალური იდეების რეალიზებისთვის გეყოფათ.

თხის რქა

აზრთა სხვადასხვაობის გამო გარშემო მყოფებთან არაერთხელ მოგიწევთ კონფლიქტში ჩაბმა. დაიცავით საკუთარი პოზიცია, მაგრამ მოერიდეთ ტყუილებსა და ოპენენტის შეურაცხყოფას.

მერწყული

დილიდავე შეეგუეთ იმ აზრს, რომ დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები, ნათესავები და ნაცნობებიც კი არ მოგასვენებენ. ზოგიერთი მხიარულ წვეულებაზე დაგპატიჟებთ და ნუ იტყვით უარს.

თევზები

თქვენი ჰობი სიამოვნებასთან ერთად მატერიალურ კეთილდღეობასაც მოგიტანთ. ამიტომ, უფრო მეტად უნდა დაფიქრდეთ თქვენს საქმიანობაზე და მის განვითარებაზე.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით