კურო
ნუ აჩქარდებით სასიყვარულო და ფინანური საკითხების მოგვარებისას. ნუ გაჯიუტდებით საყვარელ ადამიანთან კამათისას. გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ, არ დაუშვათ შეცდომა მუშაობისას.
ტყუპი
ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს, საქმეებს. მოერიდეთ ფინანსურ მანიპულაციებს. ნუ გაამჟღავნებთ საიდუმლოებებს. მოერიდეთ ალკოჰოლისა და წამლების ზედმეტ დოზას.
კირჩხიბი
ჩაფიქრებული საქმეები ბოლომდე მიიყვანეთ. დღის მეორე ნახევარი მიმოწერას, აზრთა გაცვლას დაუთმეთ. თუმცა, მოსაუბრეს საიდუმლოებებს ნუ გაუმხელთ.
ლომი
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. მოერიდეთ ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას, ფულის ფლანგვას. საღამო ვირტუალურ ურთიერთობას დაუთმეთ.
ქალწული
მაქსიმალურად შეამცირეთ აქტიურობა. სხვა დღისთვის გადადეთ ახალი საქმეების დაწყება. ნუ ენდობით საეჭვო პირებს. განსაკუთრებით, თუ საქმე ფინანსებს ეხება.
სასწორი
ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას. საღამო ფლირტს, ინფორმაციის მიღებას, საიდუმლოებების გამომჟღავნებას დაუთმეთ. ღამე ნუ გაემგზავრებით შორ გზაზე.
მორიელი
სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან და ადამიანებთან ურთიერთობისას. ნუ შექმნით კონფლიქტურ სიტუციებს; ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. საღამოს ვინმესთვის გულის გადაშლა მოგინდებათ.
მშვილდოსანი
მოაწესრიგეთ დოკუმენტები, დაასრულეთ დაწყებული საქმეები. დღის მეორე ნახევარში ცვლილებები გელით. მოერიდეთ ხელშეკრულებების გაფორმებას.
თხის რქა
მნიშვნელოვანი საქმეები დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ. იყავით მეტად საქმიანი და დაკვირვებული. განსაკუთრებით, დეტალებისამი. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
მერწყული
მოერიდეთ დაპირისპირებას გარშემო მყოფებთან. თუ თავი მოგაბეზრათ ადამიანებმა ან საქმეებმა მშვიდობიანად შეეშვით მათ. საღამო შემოქმედებითი იდეების განხორციელებას დაუთმეთ.
თევზები
კრეატიული და ფანტაზიორი ხართ. თუმცა, მოერიდეთ ავანტიურას, აზარტულ თამაშებს. საყვარელ ადამიანს უსაფუძვლოდ ნუ დაადანაშაულებთ ეჭვიანობაში. ეცადეთ, გარშემო მყოფებს ეჭვი არ შეეპაროთ თქვენს საიმედოობაში.