ავტორი:

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 17:07-ზე, მთავრე მშვილდოსანშია

რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხიმიან საკვებს. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად.

ვერძი: დღეს დაისვენეთ, იმხიარულეთ, გაემგზავრეთ ქალაქგარეთ. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად, დაუმეგობრდით მათ.

კურო: დღევანდელი დღე სასიამოვნო გარემოში, საყვარელი ადამიანის გვერდით გაატარეთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ.

ტყუპი: კარგი იქნება, თუ მოინახულეთ მშობლიურ ადგილებს, დიდი ხნის უნახავ ნათესავებს. შეიძლება სანტერესო ამბები გაიგოთ მათზე.

კირჩხიბი: მეგობრებთან შეხვედრისა და მხიარულების დღეა. მეგობრებმა გააცანით შვილები ერთმანეთს. დაგეგმეთ საინტერესო ადგილების მონახულება, პიკნიკი.

ლომი: საინტერესო შეხვედრის დღეა, გაიცნობთ ადამიანს, ვინც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ ან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

ქალწული: დღეს დაისვენეთ, გაინებივრეთ თავი სასიამოვნო საყიდლებით, სალონური პროცედურებით. საღამოს მეგობრებს, ახლობლებს უმასპინძლეთ და იმხიარულეთ.

სასწორი: საუკეთესო დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შეიძლება ფარული ან ინტერნეტრომანი გააბათ.

მორიელი: დღეს საკუთარ თავზე წინ ახლობლები უნდა დააყენოთ. სხვების საკეთილდღეოდ უნდა იმოქმედოთ; დაეხმაროთ მათ სირთულეების გადალახვაში.

მშვილდოსანი: დასვენების დღის მიუხედავად მუშაობა მაინც მოგიწევთ. შეიძლება საქმიან პარტნიორებს არაფორმალურ გარემოში შეხვდეთ მოლაპარაკებებისთვის.

თხის რქა: აქტიურად ჩაერთეთ ინტელექტუალურ გასართობში. გამოავლინეთ თქვენი ერუდიცია. მიიღებთ საინტერესო შემოთავაზებებს უცხოეთიდან.

მერწყული: დღევანდელი დღე ძალების აღდგენას უნდა დაუთმოთ. გაიუმჯობესეთ ძილისა და კვების რეჟიმი. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე.

თევზები: ბავშვებთან ერთად გართობისა და მხიარულების დღეა. მოუწყვეთ საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა და ფლირტი გელოდებათ.