სექტემბერი (ლათ.September) შემოდგომის პირველი თვეა. მისი სახელწოდება მოდის ლათინური სიტყვიდან septem – შვიდი, გამომდინარე იქიდან, რომ ძველრომაული კალენდრით იგი მეშვიდე თვედ იყო მიჩნეული ნაცვლად მეცხრე თვისა.
ასტროლოგიურად სექტემბრის თვე ორ ზოდიაქოს ნიშანს აერთიანებს – ქალწულსა და სასწორს. ამ ორ – მიწისა და ჰაერის სტიქიის წარმომადგენელს შორის საერთო, დახვეწილი გემოვნება და ესთეტიკური ხედვის ნიჭია. თუმცა ქალწულის პრაქტიკულობას ხშირად აკლია სასწორისეული შემოქმედებითი ხედვა, სასწორის მერყევ ბუნებას კი ქალწულისთვის დამახასიათებელი ლოგიკური ანალიზის უნარი. თუმცა, თუ ისე მოხდა, რომ რომელიმე ამ ზოდიაქოს ნიშნის გავლენა მეორეზეც ვრცელდება, გარკვეული პლანეტარული განლაგების მიხედვით, ვიღებთ ფრიად შესანიშნავ ასტროლოგიურ "ჰიბრიდს".
როგორია 4 სექტემბერს დაბადებული ადამიანი
4 სექტემბერს დაბადებული ადამიანები ბუნებით მშენებლები და შემოქმედები არიან. მათ პატარა ასაკიდანვე უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ რაიმეს დაგეგმვა და გათვლა-გაანგარიშება. ამასთან ერთად ბუნებით ესთეტებს, მოსწონთ როგორც საკუთარ, ისე სხვების იმიჯზე ზრუნვა, რის გამოც ხშირად აძლევენ ამ კუთხით კრიტიკულ შენიშვნებს გარშემო მყოფ ადამიანებს. თუმცა, სასურველია, თუ ისინი მეტი ლოიალობის გამოჩენას ისწავლიან და სხვების შეცდომებს (ასევე საკუთარ შეცდომებასც) მეტი გაგებით მოეკიდებიან.