* საკმაოდ რთული დღეა.
* არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს.
* სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარი.
* არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას.
* მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში.
* ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება.
* სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი – არა.
* თმის შეჭრას არ გირჩევთ.
* ძილის წინ მიიღეთ შხაპი.
* ამ დღის ქვებია: შავი მარგალიტი, ობსიდიანი.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ქალწულში
* მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
* ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
* კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
* კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.