კურო
კარგი დღეა გეგმების რეალიზებისთვის. მთავარია, დაკვირვებულად იმოქმედოთ და შესრულებული სამუშაო გადაამოწმოთ. აგრეთვე, კარგი დღეა პირადი ცხოვრების მოსაწყობად.
ტყუპი
თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, წვრილმანებზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ. მეტი თავისუფლება მიანიჭეთ მას.
კირჩხიბი
დღის განმავლობაში საქმეები სამსახურებრივი - კოლეგებს; საოჯახო - ნათესავებს გადაუნაწილეთ, თორემ საღამოს დაღლილობის გამო მეგობრებთან შეხვედრას ვერ მოახერხებთ.
ლომი
დღეს ყველა საქმეს მარტივად დაასრულებთ და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული
თუ სამსახურებრივი და პირადი ცხოვრების გაუმჯობესება გაქვთ გადაწყვეტილი, უსაქმოდ ნუ იჯდებით. ჩამოყალიბდით, რისი მიღწევა გსურთ და იმოქმედეთ.
სასწორი
დამოუკიდებლად ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, რჩევა მეგობრებს ან გამოცდილ კოლეგებს ჰკითხეთ.
მორიელი
მოერიდეთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. უმჯობესია, დღეს ფული საერთოდ არ დახარჯოთ. სამაგიეროდ, საყვარელი ადამიანი სიურპრიზებითა და საჩუქრებით გაგანებივრებთ.
მშვილდოსანი
დღეს საპირისპირო სქესისგან გადამეტებულ ინტერესს იგრძნობთ. გამორიცხული არაა, რომელიმემ ძვირფასი საჩუქარიც მოგართვათ.
თხის რქა
დღეს ცოტა რთულ სიტუაციაში მოგიწევთ მუშაობა. მთავარია, არ დაიბნეთ, სირთულის დაძლევა მეტ გამოცდილებას შეგძენთ. სამაგიეროდ, უფროსის შექებას დაიმსახურებთ.
მერწყული
მიზნის მისაღწევად რამდენიმე საშუალება მოგეცემათ. აირჩიეთ თქვენთვის ყველაზე ოპტიმალური და რაც მთავარია, მარტივი. ამასთანავე, ნუ მოგერიდებათ და დაიხმარეთ გარშემო მყოფები.
თევზები
დღეს გარშემო მყოფები საინტერესო და სარფიან საქმიანობაში შემოგთავაზებენ ჩართვას. ყველაფერი გამოგივათ. მთავარია, მობილიზებულად და დაკვირვებულად იმოქმედოთ.