კვირა, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:42-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 10:23
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მიირთვით მსუყე საკვები. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას.
ვერძი
მოერიდეთ უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრას. თუ რთული დავალების შესრულება დაიწყეთ, კარგი შანსია მის შესასრულებლად. გამოიყენეთ თქვენი დიპლომატიური თვისებები, ეცადეთ, ყველა საკითხი თქვენს სასარგებლოდ მოგვარდეს.
კურო
დღე შესაფერისია საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. გაუკეთეთ საკუთარ თავს პატარა საჩუქარი. დღეს კომუნიკაცია სასიამოვნო იქნება: დაურეკეთ მეგობრებს ან ნათესავებს, რომლებიც დიდი ხანია არ გინახავთ.
ტყუპი
მიიღებთ მნიშვნელოვან ან მოულოდნელ ამბებს, რომელიც თქვენს მომავალზე იმოქმედებს. ნუ იმოქმედებთ იმპულსურად, ნუ მიიღებთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეიძლება მალევე ინანოთ.
კირჩხიბი
გამოიჩინეთ ზრუნვა ახლობლებზე და უარს ნუ ამბობთ მათ დახმარებაზე. კარგი დღეა სახლის დასალაგებლად და ნივთების მოსაწესრიგებლად. ძველი ნივთები გადაყარეთ. ეს სიმშვიდის აღდგენაში დაგეხმარებათ.
ლომი
არაფერი დაგეგმოთ, დღეს გარემოებები სწრაფად შეიცვლება. სჯობს დრო დასვენებას დაუთმოთ, აკეთოთ ის, რაც გიყვართ. პირად ურთიერთობებში ნუ აჩქარდებით, არ მოახდინოთ ზეწოლა პარტნიორზე, რათა არ იჩხუბოთ.
ქალწული
შეძლებისდაგვარად მოაგვარეთ პრობლემები. ვარსკვლავები 4 თებერვალს მომხდარზე სწრაფ რეაგირებას გირჩევენ. ირწმუნეთ საკუთარი თავის და ქმედებების სისწორეში ეჭვი არ შეიტანოთ. იყავით პოზიტიური.
სასწორი
დღევანდელი ცვლილებები გავლენას მოახდენს თქვენს ცხოვრებაზე, ჩვევებზე ან უშუალო გარემოზე. ეცადეთ ყველაფერში მოძებნოთ პოზიტიური ასპექტები, არ მოახდინოთ სიტუაციის დრამატიზაცია. მეტი ყურადღება გამოიჩინეთ საყვარელი ადამიანების მიმართ და მხარი დაუჭირეთ მათ.
მორიელი
მოემზადეთ მნიშვნელოვანი და მოულოდნელი ცვლილებებისთვის. ზოგიერთ სიტუაციაში უნდა იმოქმედოთ სწრაფად, მაგრამ დაკვირვებულად. საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა დათბება; ღიად გამოხატეთ თქვენი გრძნობები.
მშვილდოსანი
საუკეთესო იქნება დღის განმარტოებით, სიმშვიდეში გატარება. შეამცირეთ უსარგებლო საუბრები. დაკარგავთ ძვირფას დროს დისკუსიებში. ოჯახში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად, ობიექტურად განიხილეთ საკამათო საკითხები და მარტომ არ მიიღოთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებები.
თხის რქა
გაამახვილეთ ყურადღება მნიშვნელოვანზე და დაასრულეთ უკვე დაწყებული. ნუ შექმნით და ჩაერთვებით კონფლიქტებში. უმჯობესია კომუნიკაცია მინიმუმამდე შეამციროთ. არის შანსი იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.
მერწყული
პრობლემა, რომელიც არაერთხელ გადადეთ, შესაძლოა დღეს თავისით მოგვარდეს. ასევე მიიღებთ სასარგებლო ინფორმაციას. დღე შესაფერისია დაწყებული საქმეების დასასრულებლად, უახლოესი მომავლის განრიგის შესადგენად.
თევზები
დღეს უმჯობესია შეზღუდოთ კონტაქტები. მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ გარშემო მყოფებს. აირჩიეთ ერთი ან ორი მნიშვნელოვანი საქმე და კონცენტრირდით მათ შესრულებაზე. ახლო და საყვარელ ადამიანებთან საუბრის დრო აკონტროლეთ ემოციები.