კურო
გაერკვიეთ მიმდინარე საქმეებში. გარშემო მყოფების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად კონფლიქტური. მოერიდეთ არაფრისმომცემ საუბრებსა და ჭორებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას.
ტყუპი
სწრაფად და დაკვირვებულად უნდა იმუშაოთ. დაარეგულირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მოაწესრიგეთ სამუშაო ადგილი, გათავისუფლდით ძველი ნივთებისგან და ახალი გეგმების შედგენას შეუდექით.
კირჩხიბი
მოერიდეთ საქმეების გარჩევას, არაფრისმომცემ საუბრებს. მოთოკეთ ემოციები და ყურადღებით იმუშავეთ. საღამოს დაეხმარეთ ოჯახის წევრებს წარმატების მიღწევაში, შეაგულიანეთ ისინი.
ლომი
კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის დასაგეგმავად. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ გაფრთხილდით, ტრავმული დღეა.
ქალწული
მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვასა და ნერვიულობას. ეცადეთ, ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდიოთ. საღამო შინ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. დაისვენეთ, ეკონტაქტეთ ახლობლებს.
სასწორი
დღის პირველი ნახევარი კარგია ახალი საქმეების, პროექტების დასაწყებად. პირად ურთიერთობაში მეტი მოთმინება გმართებთ. კარგი დღეა ფიზიკური აქტივობისთვის. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ.
მორიელი
დაისახეთ მიზნები და დაიწყეთ მათი განხორციელება. ურთიერთობაში ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი და აგრესიული. მოერიდეთ სრესსა და გადაღლილობას. სიფრთხილე გმართებთ, ტრავმული დღეა.
მშვილდოსანი
ეცადეთ, დრო და ენერგია დღის ყველა მნიშვნელოვან საქმეზე გადაანაწილოთ. საყვარელ ადამიანთან ნუ იქნებით ზედმეტად გულახდილი. შესაძლოა ძველ საქმეს ან გასართობს დაუბრუნდეთ.
თხის რქა
პირველ რიგში მნიშვნელოვანი საკითხები მოაგვარეთ. ნუ შეგეშინდებათ დაბრკოლებების გადალახვის. პირად ცხოვრებაში ეცადეთ "ბოლო სიტყვა" თქვენ გეკუთვნოდეთ. ისე დაარეგულირეთ სიტუაცია, როგორც ეს თქვენ გაწყობთ.
მერწყული
ნუ მოგერიდებათ და დახმარება გარშემო მყოფებს სთხოვეთ. ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან. აკონტროლეთ სიტუაცია და ურთიერთობები. მოერიდეთ გადაღლას, რასაც შეიძლება თავის ტკივილი და უძილობა მოჰყვეს.
თევზები
რაც უფრო ენერგიულად შეუდგებით საქმეებს, მით მეტ წარმატებას მიაღწევთ. კარგი დღეა პრეზენტაციებისა და სარეკლამო აქციებისთვის. საღამო საოჯახო საქმეების შესრულებას დაუთმეთ.