ავტორი:

5-11 ივნისს ზოდიაქოს სამ ნიშანს გაუმართლებს: ფულში, სიყვარულში, კარიერაში

5-11 ივნისს ზოდიაქოს სამ ნიშანს გაუმართლებს: ფულში, სიყვარულში, კარიერაში

ტყუპი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ყურადღება გადაიტანოთ საკუთარ თავზე და თქვენს საქმეებზე, რაც სარგებელს მოგიტანთ უახლოეს დღეებში. სირთულეები, რომლებიც ბოლო დღეებში გაწუხებდათ, თავისით დაიწყებს მოგვარებას. თქვენთვის მთავარია, პრიორიტეტების სწორად გადანაწილება და სასურველის მისაღწევად ყველა შესაძლებლობის გამოყენება. და მიუხედავად იმისა, რომ ახლა არ არის საუკეთესო დრო სასიყვარულო ურთიერთობის გასავითარებლად, ძალიან ხელსაყრელია კარიერის, ბიზნესის ან თვითგანვითარებისთვის.

კირჩხიბი

ვარსკვლავები ხელსაყრელ და მშვიდ კვირას გიწინასწარმეტყველებენ. წარმატება სამსახურში, კარიერაში, ოჯახურ ცხოვრებაშიც კი გელოდებათ. ამ ყველაფერთან ერთად, ფხიზელი უნდა იყოთ, მავნე ჰობიმ შეიძლება გააფუჭოს თქვენი რეპუტაცია. უფრთხილდით ფლირტს და ვნებებიანობას ახალგაცნობილთან, ისინი ახლა არ გჭირდებათ და შედეგები შეიძლება ძალიან უსიამოვნო იყოს.

ლომი

ამ კვირაში თავს ნამდვილ მეფეებად იგრძნობთ. თქვენი საქმე აღმართზე მიდის, სამსახურში ყველაფერი იდეალურად გამოგივათ, კარიერა წარმატებით წავა წინ, გაიზრდება თქვენი რეპუტაცია და მასთან ერთად ხელფასიც. მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი ნიუანსი: თქვენ უნდა დააბალანსოთ თქვენი დრო ისე, რომ ეს საკმარისი იყოს საყვარელი ადამიანებისთვის. თქვენი პარტნიორი ახლა ძალიან მგრძნობიარეა და სჭირდება მხარდაჭერა და ზრუნვა.