5-11 მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: სირთულეები იქნება მოლაპარაკებების, მოგზაურობის, საბუთების გაფორმებისა და ფინანსური ოპერაციების დროს

5-11 მაისის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები: სირთულეები იქნება მოლაპარაკებების, მოგზაურობის, საბუთების გაფორმებისა და ფინანსური ოპერაციების დროს

5-6 მაისს სიბრძნის, პერსპექტივისა და იღბლის დღეებია. მერკურისა და იუპიტერის ჰარმონიული ასპექტი ხელს შეუწყობს ინტელექტუალურ გაფართოებას - ეს ასპექტი შესაძლებელს გახდის მოვლენების უფრო ფართო კონტექსტის დანახვას, ახალი ცოდნისა და იდეების კარის გახსნას. იოლად იპოვით სწორ სიტყვებს, უფრო ადვილია აზრების გადმოცემა და მნიშვნელოვანი კონტაქტების დამყარება.

სიყვარულში ღრმა რეალიზაციას იძლევა ვენერასა და რეტროგრადული პლუტონის ჰარმონიული ასპექტი . კვირის დასაწყისი ხელსაყრელია თქვენს სურვილებთან მუშაობისთვის. არსებობს შესაძლებლობა, გაიგოთ თქვენი გრძნობები, გააძლიეროთ ან შეცვალოთ ურთიერთობები. დღის წესრიგში ფინანსური თემებია – შეგიძლიათ გადახედოთ ბიუჯეტს, დაფაროთ ვალები. ასპექტი ააქტიურებს წარსული კავშირების თემებს, გადაუჭრელ მიჯაჭვულობას და ემოციურ გარდაქმნებს.

10 მაისიდან მერკური ვერძიდან პრაქტიკული კუროს ნიშანში გადადის . წინა პლანზე დგება ლოგიკა და აზროვნების სიცხადე. აზრები და საუბრები უფრო ღრმა, უფრო საფუძვლიანი ხდება. წინ ნელი, მაგრამ თავდაჯერებული, მყარი ნაბიჯებით წახვალთ. ინფორმაცია უფრო მშვიდად მუშავდება, ნაკლები აურზაურია. 10-12 მაისის შუალედში მერკური-პლუტონის დისჰარმონიული კავშირი გველოდება, რაც მიანიშნებს სირთულეებზე მოლაპარაკებების, მოგზაურობის, საბუთების გაფორმებისა და ფინანსური ოპერაციების დროს. შეიძლება თავი იჩინოს აკვიატებულმა ფიქრებმა და გაუცნობიერებელმა შიშებმა. მით უმეტეს, რომ 12 მაისის სავსემთვარეობა მორიელის ნიშანში იქნება, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ემოციურ ფონს. ეს დღეები შეიძლება მაისის ნეგატიურ პიკადაც კი მოვიაზროთ.