5 პარასკევი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:52-ზე, მთვარე მორიელშია
რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
ვერძი: შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები რაღაცას გიმალავენ. ნურაფერს გამოიძიებთ, მოვა დრო და ყველაფერი გაირკვევა. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში, სუფთა ჰაერზე.
კურო: განწყობის ცვალებადობა ხელს შეგიშლით საქმეზე კონცენტრირებაში. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ემოციებს აყოლილი. არ გირჩევთ დაუფიქრებლად ძვირად ღირებული ნივთის შეძენას.
ტყუპი: შეიძლება ზოგიერთმა კოლეგამ ან ახლობლემა ვერ გაამართლოს თქვენი იმედი. სასურველია, დღეს საკუთარი თავის იმედი გქონდეთ და თავად უხელმძღვანელოთ ყველაფერს. საღამოს მეგობართან გულახდილი საუბარი დარდებს გაგიქარვებთ.
კირჩხიბი: კონტაქტებისა და მიმოსვლების დღეა. მოგინდებათ ლამაზი ნივთების შეძენა საკუთარი თავისთვის, ოჯახისთვის. მომატებული სენტიმენტალურობის გამო გული შეიძლება უცხოსაც გადაუშალოთ.
ლომი: ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში დაგეგმეთ და შეასრულეთ. საღამოს გართობა და მხიარულება გელოდებათ ახლობლების გარემოცვაში. ზოგიერთს კი - მოულოდნელი შეხვედრა ან რომანტიკული ნაცნობობა.
ქალწული: ახლობლების გამო საკუთარი გეგმების განხორციელებაზე უარის თქმა მოგიწევთ. ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ობიექტურად შეაფასოთ მოვლენები. საღამო სიმშვიდე და განმარტოება მოგინდებათ.
სასწორი: მხოლოდ აუცილებელი საქმეები შეასრულეთ, სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. განსაკუთრებით, თუ უქმეების გატარებას ქალაქგარეთ აპირებთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.
მორიელი: დილიდან ჩამოწერეთ სამოქმედეო გეგმა. მხოლოდ საკუთარი თავის იმედი უნდა გქონდეთ. შეიძლება იმედი გაგიცრუოთ ზოგიერთმა ადამიანმა ან საქმემ. ზოგიერთს რომანტიკული ნაცნობობა ან საკურორტო რომანის დაწყება გელოდებათ.
მშვილდოსანი: გარშემო მყოფებთან და განსაკუთრებით ახალგაცნობილებთან დიპლომატიურად მოიქეცით. განსხვავებული მოსაზრებების გამო არ გირჩევთ კამათს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა: ნუ გაქვთ განსაკუთრებული მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ. თავად მეტად დაისვენეთ, სხვების მიმართ იყავით მომთხოვნი. დაგაინტერესებთ ფსიქოლოგია, ფილოსოფია. არ იკამათოთ საკუთარ ან მეუღლის ნათესავებთან.
მერწყული: დილიდან შეუდექით ვალდებულებების შესრულებას, რათა საღამო მხიარულებისთვის გამოითავისუფლოთ. ნუ დააბანდებთ ფულს საეჭვო საქმიანობაში. აგრეთვე არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას.
თევზები: განწყობის ხშირი ცვლილების გამო ნუ დაძაბავთ დამოკიდებულებას გარშემო მყოფებთან. ემოციებს აყოლილი ნუ მიიღებთ დაიფიქრებელ გადაწყვეტილებას პირად ურთიერთობაში ან ფულთან მიმართებაში. საღამოს მოერიდეთ ტკბილეულის ჭამას.