5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დროა ან თავად შეიცვალოთ, ან ცვლილებები შეიტანოთ გარშემო მყოფებთან, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში. ეცადეთ, ისე იმოქმედოთ, რომ არც ისინი გააღიზიანოთ და არც საკუთარი თავი.

ტყუპი

კარგი დღეა მგზავრობისა და ახალი ნივთების შესაძენად. ახლობლებს, განსაკუთრებით მათ, ვისაც თქვენზე გული შესტკივათ საკუთარ გეგმებს ნუ დაუმალავთ და მათი რჩევებიც გაითვალისწინეთ.

კირჩხიბი

დაუგეგმავი ფულის ხარჯვა გელით, ახლობლების საჩუქრების შესაძენად ან წვეულების მოსაწყობად. საღამოს - შეხვედრები და მხიარულობა.

ლომი

უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი; განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. შეხვედრები და მოლაპარაკებებიც გელით. დოპლომატიურად იმოქმედეთ.

ქალწული

კრიტიკისა და შენიშვნების გამო გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაგიფუჭდებათ. უმჯობესია, საკუთარი თავის, საქმისადმი იყოთ კრიტიკული და მომთხოვნი.

სასწორი

საქმეების დასრულების შემდეგ მეგობრებთან შეხვედრა და დროის მხიარულად გატარება გელით. წვეულებაზე მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. მასთან ურთიერთობის გაბმა არ გაგიჭირდებათ, თუ საკუთარ თავში არ ჩაიკეტებით ან სამსახურის საქმეებზე არ დაიწყებთ ფიქრს.

მორიელი

ახალი მეგობრების დახმარებით ძველი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. ეცადეთ მეტად გულგახსნილი იყოთ გარშემო მყოფების მიმართ.

მშვილდოსანი

საღამოს საინტერესო ნაცნობობა და დროის მხიარულად გატარება გელით, მანამდე კი დაკისრებული მოვალეობები უნდა შეასრულოთ.

თხის რქა

თქვენი ახლობლების ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებები არც თქვენ დაგტოვებთ გულგრილს. ეცადეთ მეტად გულისხმიერი იყოთ მათ მიმართ. აგრეთვე კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის.

მერწყული

დილით მიღებული შეტყობინება მთელი დღის გეგმებს შეგიცვლით თქვენც და თქვენს ახლობლებსაც. გამორიცხული არაა დაუგეგმავი ხარჯი. ეცადეთ, მაქსიმალურად ყურადღებით იმოქმედოთ.

თევზები

უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვრებელი - სამსახურებრივიც და ოჯახურიც. ეცადეთ, არ მოცდეთ და დილიდან შეუდგეთ მუშაობას. აგრეთვე კარგი დღეა უხუცეს ნათესავებთან შესახვედრად და მათი რჩევების მოსასმენად.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით