5 აგვისტოს დაბადებული ადამიანი კარგად ახერხებს მოზღვავებული გრძნობების კონტროლს

5 აგვისტოს დაბადებული ადამიანი კარგად ახერხებს მოზღვავებული გრძნობების კონტროლს

აგვისტო ძველად (ლათ. Augustus) განსაკუთრებულ, სხვა თვეებს შორის ზეაღმატებულ, სამეფო თვედ ითვლებოდა. სახელი კი მას იმპერატორ ოქტავიანე ავგუსტუსის პატივსაცემად ეწოდა. აგვისტო ზაფხულის ბოლო თვეა და ერთ-ერთია იმ შვიდ თვეს შორის, რომელიც 51 რიცხვით გადის. ძველად ამბობდნენ, "რასაც აგვისტო ამზადებს, სექტემბერი იმით სუფრას გაშლისო". ამიტომ შემთხვევითი არაა ის ფაქტი, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სწორედ აგვისტოს თვეში აკეთებს განვლილი წლის "აღწერას" და სექტემბერს ახლებური ენერგიით ეგებება. ასტროლოგიურად აგვისტოს თვე, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ზოდიაქოს ნიშანს – ლომსა და ქალწულს აერთიანებს. ლომის სიფიცხე და ექსპანსიურობა, ქალწულის პრაგმატულ აზროვნებასთან და გაწონასწორებულ ხასიათთან სრულ დისონანსს ქმნის. თუმცა, ხშირად ორივე ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენელთა პირად რუკებში ვხვდებით ერთმანეთის გავლენას. ამიტომ იშვიათი არაა, რომ ლომი ქალწულისთვის დამახასიათებელ ცივ და ანგარიშიან გონებას ფლობს, ქალწული კი ლომურ შარმსა და არისტოკრატიულ მანერებს.

  • როგორია 5 აგვისტოს დაბადებული ადამიანი

5 აგვისტოს დაბადებული ადამიანები უზომოდ ემოციური და სენსიტიური ნატურები არიან. თუმცა მათი უმრავლესობა კარგად ახერხებს მოზღვავებული გრძნობების კონტროლს. ამიტომ ამ ადამიანებს იშვიათად ეტყობათ გარეგნულად ის, თუ რა სახის სულიერ ქარიშხალს განიცდიან შინაგანად. მათთვის აუცილებელია მოთოკონ აგრესია და გარშემო მყოფთა მიმართ უფრო მეტი ლოიალურობით განეწყონ, რათა პოპულარობა და სიყვარული მოიპოვონ ხალხში.