ავტორი:

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 15:38-ზე, მთვარე კუროშია

ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.

ვერძი: მეტი ყურადღება დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. სასიამოვნო ცნობებს მიიღებთ. ახლობლებს აუსრულეთ დანაპირები. საღამო დასვენებას, საყვარელ ადამიანებთან ყოფნას დაუთმეთ.

კურო: საკმარისი ძალა და ენერგია გაქვთ, რომ იმუშაოთ და მიაღწიოთ კარგ შედეგებს. სამსახურში სირთულეების გადალახვა მოგიწევთ და ჯობია, ეს ერთგული თანამოაზრეების გუნდთან ერთად გააკეთონ.

ტყუპი: შეიძლება თავად არ გინდოდეთ არაფრის შეცვლა თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ცვლილებები მალე მოხდება და საკმაოდ სერიოზული იქნება. მოემზადეთ ამისთვის და ყურადღება მიაქციეთ თქვენს მდგომარეობას: ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თქვენს ფიზიკურ და ემოციურ ფორმაზე.

კირჩხიბი: საინტერესო დღე გელოდებათ. ზოგიერთი შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წარსულს, ძველ სამსახურს, ზოგი მიიღებთ საინტერესო შეთავაზება, მოგიწევთ საქმიანობის დაწყება ახალ სფეროში. შეხვდეთ თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანს. ნუ განიცდით, ნებისმიერი ცვლილება სარგებელის მომტანი და მომგებიანი იქნება.

ლომი: დღეს ნებისმიერი საქმიანი აქტივობა თუ კომუნიკაცია არ იქნება პროდუქტიული. სჯობს დღე განმარტოებით გაატაროთ, იოცნებოთ, ჩამოწეროთ სამომავლო გეგმა. გაფრთხილებთ, რომ არ ისაუბროთ თქვენს გეგმებზე ახლობლებთანაც კი. ისინი ვერ გაგიგებენ.

ქალწული: ყველა პრობლემა თუ უსიამოვნება თავისით მოგვარდება. ისაუბრეთ საყვარელ ადამიანებთან ან კოლეგებთან იმაზე, რაც დიდი ხანია გაწუხებთ და თქვენთვის მისაღები გამოსავალი სწრაფად მოიძებნება. კარგი დღეა ქველმოქმედებისთვის, ვალების დასაბრუნებლად.

სასწორი: არაფერი მნიშვნელოვანი დღეს არ დაგეგმოთ, გარემოებები მუდმივად შეიცვლება და მოგიწევთ მათთან ადაპტაცია. შეამცირეთ აქტიურობა, არ ჩაერიოთ სხვების საქმეებში, მხოლოდ გვერდიდან დააკვირდით მოვლენებს.

მორიელი: დილიდან პოზიტიურ განწყობაზე იქნებით, რაც დაგეხმარებათ, მოხვდეთ ყურადღების ცენტრში. გაიცნობთ საინტერესო ადამიანები და მოგეცემათ თქვენი გონიერების დემონსტრირების შესაძლებლობა.

მშვილდოსანი: დღე ახალ ეტაპი იწყება თქვენს ცხოვრებაში. დაიწყეთ ახალი იდეების განხორციელება. იყავით პოზიტიური და უკეთესი მომავლისკენ მიმართული. ჩამოწერეთ სამომავლო მიზნები, გაითვალისწინეთ ყველა დეტალი და დაკვირვებულად იმოქმედეთ.

თხის რქა: ყურადღებით მოუსმინეთ რას ამბობენ გარშემო მყოფები. ბევრ საიდუმლოს გაგებთ. არ გირჩევთ ძვირად ღირებული ნივთების შეძენას. უმჯობესია, საღამო ახლობლების გარემოცვაში გაატაროთ.

მერწყული: მოგიწევთ არჩევანის გაკეთება, რას დაუთმოთ მეტი დრო: ოჯახს თუ სამსახურს. თქვენი ჩარევა საჭირო იქნება როგორც სახლის საქმეებში, ასევე სამსახურის. ალბათ ყველაფრის ერთდროულად გაკეთება მოგიწევთ. შეეცადეთ დიპლომატიურად მოაგვაროთ დაძაბული სიტუაციები. საღამო დასვენებას და გამოძინებას დაუთმეთ.

თევზები: დღე მშვიდად, უდარდელად ჩაივლის. თუ დიდი ხანია ვერ ახერხებთ ძველი პრობლემის გადაჭრას, დღეს წარმატებას მიაღწევთ. არ არის გამორიცხული მოულოდნელად მიიღოთ შემოსავალი ან ფულადი ბონუსი. საღამოს რომანტიული პაემანი მხიარულად და სასიამოვნოდ დაგამახსოვრდებათ.