სამშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე, მთვარე ქალწულშია
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ვარჯიში. აგრეთვე, ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
ვერძი
დატვირთული დღე გელით. შეიძლება იყოს სირთულეები კომუნიკაციაში, დაპირისპირებაც კი. უნდა გადაწყვიტოს, გსურთ ამ ურთიერთობის გაგრძელება თუ უნდა დაასრულოთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მალე თქვენს ცხოვრებაში ახალი ხალხი და საქმეები შემოვლენ.
კურო
შესაძლოა იმედგაცრუება და დაღლილობა იგრძნოთ. ეს ეხება როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებს. თუმცა, სამსახურში უნდა იყოთ აქტიური და დაინტერესებული სიახლეებით. ჩაერთეთ საკითხებში, რომლებიც მომავალში შესაძლოა ფინანსურად მომგებიანი გახდეს თქვენთვის.
ტყუპი
თქვენს ახლობლებს თქვენი ყურადღება და ზრუნვა სჭირდებათ. დაუთმეთ მათ მეტი დრო, ესაუბრეთ, გაუზიარეთ თქვენი პრობლემები ან გამოცდილება. ასევე, თქვენი საყვარელი ადამიანი იმსახურებს, რომ მასზე მეტი იფიქროთ. გაატარეთ ერთად საღამო, მოუწყვეთ რომანტიკული ვახშამი, მოუყევით თქვენი გრძნობების შესახებ.
კირჩხიბი
მოაწესრიგეთ სამუშაო ადგილი და საქმეები, სამსახურებრივი საკითხების მოგვარება გაგიადვილდებათ, თუ დღის გეგმა გაქვთ შედგენილი. თავდაჯერებულობა რთული საკითხების წარმატებით გადაჭრის საშუალებას მოგცემთ.
ლომი
ეს დღე ხელსაყრელია მარტივი და სასიამოვნო სამუშაოსთვის, საინტერესო საუბრებისა და საყვარელი საქმეებისთვის. ნუ დაიწყებთ რთულ საქმეებს ნუ დანიშნავთ მნიშვნელოვან შეხვედრებს. უმნიშვნელო წარუმატებლობამ შეიძლება გაგიფუჭოთ განწყობა. არ ინერვიულოთ წვრილმანებზე, შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება.
ქალწული
მოემზადეთ მოვლენებისთვის, რომლებიც დღეს გაგაოცებთ. ალბათ ყველა სიურპრიზი არ იქნება თქვენთვის სასიამოვნო. ქალწულებს მცირე, ყოველდღიურ საქმეებზეც სჭირდებათ ზრუნვა. ვარსკვლავები ვარჯიშს ან ფიზიკურ მუშაობას გირჩევენ.
სასწორი
შეწყვიტეთ რაიმეს დაგეგმვა, ბევრი რამ დღეს თქვენთვის სიურპრიზი იქნება და ცვალებად გარემოებებთან ადაპტაცია მოგიწევთ. დღეს სასარგებლოა რუტინული, ნაცნობი სამუშაო და ყოველდღიური საკითხების მოგვარება. ფრთხილად იყავით ახალგაცნობილებთან.
მორიელი
ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას, კარგი დღეა უფროსთან თქვენი ახალი იდეებისა თუ გეგმების განხილვა. გავლენიან ადამიანებს შეუძლიათ თქვენი მხარდაჭერა და თქვენი პროექტის დაფინანსება.
მშვილდოსანი
მოულოდნელი წვრილმანები ან უსიამოვნებები ხელს შეგიშლით გეგმების განხორციელებაში. ამიტომ, ვარსკვლავები გირჩევენ, იმოქმედონ დაკვირვებულად. დაეთანხმეთ ყველა შეთავაზებას, რომელიც გაკეთდება: ისინი ფინანსურად მომგებიანია.
თხის რქა
კარგი დღეა ურთიერთობების განმტკიცებისა და გარკვევისთვის. ღიად ისაუბრეთ პარტნიორთან, განიხილეთ საერთო პრობლემები ან გეგმები, გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება. თუმცა, ეცადეთ, ჩხუბი არ მოხდეს, საყვარელ ადამიანთან იყავით უფრო რბილი და ტაქტიანი.
მერწყული
შეიქმენით ოპტიმისტური განწყობა, ასე სირთულეებს უფრო იოლად მოაგვარებთ. დღეს შეგიძლიათ არაჩვეულებრივად იმოქმედოთ, გამოიჩინოთ ფანტაზია და დაარღვიოთ წესები. ეცადეთ თავი აარიდოთ ჩხუბს, არ დაიწყოთ კამათი კოლეგებთან.
თევზები
კარგი დღეა, წარმატებები გელით და ბევრი საკითხი თქვენს სასარგებლოდ გადაწყდება. ამასთან, იყავით უფრო მოკრძალებული, ნუ იტრაბახებთ თქვენი წარმატებებით, რათა არ მიიზიდოთ შურიანი ადამიანები ან არაკეთილსინდისიერები. ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს, გაატარეთ მეტი დრო საყვარელ ადამიანთან.