კურო
მეტად ემოციური ხართ, რის გამოც მოლაპარაკება გაგიჭირდებათ კოლეგებთან და პარტნიორებთან. მოერიდეთ კამათს და ნუ ეცდებით ვინმეს დადანაშაულებას. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, მეტი ყურადღება მიაქციეთ მეგობრების რჩევას.
ტყუპი
მოსალოდნელია განწყობის ცვალებადობა. გადაღლილი და გაღიზიანებული ხართ. მოერიდეთ კამათს, გარშემო მყოფებთან უსიამოვნო თემებზე საუბარს. ზოგიერთს გაუუმჯობესდება მატერიალური მდგომარეობა.
კირჩხიბი
კარგი დღეა კარიერული წინსვლისთვის. დღეს ან ფინანსური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ, ან ისეთ საქმეს წამოიწყებთ, რაც მომავალში შემოსავალს გაგიზრდით. მეტი მზრუნველობა და სიყვარული გმართებთ ოჯახის წევრების მიმართ.
ლომი
წარმატებისა და კეთილდღეობის დღეა. სამსახურში მეტად უნდა იაქტიუროთ. კოლეგების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული და მომთხოვნი. მომავალში სანანებელი რომ არ გაგიხდეთ, ნუ გააფუჭებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან.
ქალწული
თავს ენერგიულად და მხნედ იგრძნობთ, რაც საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ზოგიერთს იმედს გაუცრუებენ მეგობრები. მოერიდეთ საქმეების გარჩევებს. დღის მეორე ნახევარში სიფრთხილე გმართებთ, მოსალოდნელია ტრავმები.
სასწორი
ზოგიერთს წარსულში დაშვებულ შეცდომებს, დანაპირების არშესრულებას გაახსენებენ. მშვიდად შეხვდით ყოველივეს და ეცადეთ სიტუაციის გამოსწორებას. მეტი ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ.
მორიელი
მშვიდად და წყნარად შეხვდით ყოველივეს. მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები და მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა ცურვისა და აბანოსთვის. დღის მეორე ნახევრიდან სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება.
მშვილდოსანი
ნებისმიერი დეტალი თქვენგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. გადაამოწმეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმე. მოერიდეთ ავანტიურულ ქმედებებს და უსიამოვნებებს უფროსთან.
თხის რქა
ზოგიერთს მეგობრებში იმედგაცრუება ელის, ზოგსაც – საბედისწერო შეხვედრები. ეცადეთ, ყველაფერი მშვიდად გაანალიზოთ, მაგრამ საკუთარი აზრი თქვენთვის შეინახოთ. გაფრთხილდით, დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ტრავმები.
მერწყული
აქტიური შემოქმედებითი დღე გელით. ყველა საქმე სწრაფად და ყურადღებით უნდა შეასრულოთ. წარუმატებლობის შემთხვევაში მოერიდეთ სხვების დადანაშაულებას და ისწავლეთ შეცდომების აღიარება.
თევზები
საქმეებისა და პრობლემების მოგვარებას მეგობრებისა და ნათესავების დახმარებით შეძლებთ. კარგი დღეა ბინის, ოფისის კეთილმოსაწყობად. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ნუ განმარტოვდებით.