5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

ნუ აჩქარდებით საქმეების მოგვარებისას, საბუთებზე ხელის მოწერისას. იყავით მეტად დიპლომატიური საქმიანი მოლაპარაკების დროს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი

კარგი დღეა მივლინებისა და მოგზაურობისთვის. გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს; ზოგიერთს შეხვედრა ელის ყოფილ სასიყვარულო პარტნიორთან. საკუთარ სურვილებზე ისაუბრეთ ხმამაღლა, ქვეტექსტებით ვერავინ ვერაფერს მიხვდება.

კირჩხიბი

ყველა საქმეში წარმატებას მიაღწევთ. მთავარია, გწამდეთ საკუთარი ძალების და გამარჯვების. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნებები, მაგრამ ნუ გაართულებთ სიტუაციას, მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას.

ლომი

ჯერ მსხვილი საკითხები მოაგვარეთ და შემდეგ წვრილ-წვრილებსაც ეშველება. დღეს თქვენ ვერც საქმეები შეგაშინებთ და ვერც ვალდებულებები. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული

საქმეების მოგვარებისას მეტი დაკვირვება გმართებთ; გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას - მოთმინება, დიპლომატია. ბავშვები საკუთარი მიღწევებით გაგახარებენ.

სასწორი

საინტერესო შეხვედრებით დაგამახსოვრდებათ ეს დღე. სამსახურში საქმეებს სირთულეების გარეშე მოაგვარებთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

მორიელი

დღეს გააფორმებთ სარფიან ხელშეკრულებას, დაუმეგობრდებით გავლენიან ადამიანებს, დესერტად კი მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა. დაქორწინებულებს გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა მეუღლესთან.

მშვილდოსანი

საქმეებისა და ვალდებულებების მიუხედავად ნუ მოიწყენთ, მეტად იმხიარულეთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა

სამსახურის საქმეები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ; ახალი იდეები უფროსთან, კოლეგებთან ერთად განიხილეთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ფეხით ისეირნეთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მერწყული

საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. იყავით მობილიზებული, მეტად დაკვირვებული. საღამოს საყვარელი ადამიანი სიურპრიზს, რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ; თავადაც გამოავლინეთ ფანტაზია.

თევზები

გარშემო მყოფები დაგეხმარებიან და შეგაგულიანებენ იდეების განხორციელებაში, ახალი საქმეების დაწყებაში. ახლობლები ყურადღებითა და გემრიელობებით გაანებივრეთ; მოუწყვეთ მათ მყუდრო საღამო.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით