5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

დილით ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს, ნუ ეცდებით გაერკვეთ რთულ საკითხებში (განსაკუთრებით მაისის შუა რიცხვებში დაბადებულები). საღამოს ითათბირეთ მცოდნე ადამიანებთან ერთად. განიხილეთ არსებული ფაქტები.

ტყუპი

დილით დაისვენეთ, გამოიძინეთ. ახალი პროექტის დაწყებამდე ყურადღებით განიხილეთ ყველა დეტალი. ნუ ეცდებით ერთდროულად ორი საქმის კეთებას.

კირჩხიბი

დილა დასვენებას, ენერგიის მოკრებას დაუთმეთ. დღის მეორე ნახევარში დანიშნეთ მნიშვნელოვანი შეხვედრები, საქმეების მოგვარება. ყურადღება გმართებთ ახალი ინფორმაციების მიმართ.

ლომი

გაფრთხილდით, არავისთან წამოგცდეთ პირადი საიდუმლო, ახალი იდეა. სხვა დღისთვის გადადეთ გულახდილი საუბარი, მეგობართანაც კი. საღამო მიმდინარე საკითხების განხილვას მოანდომეთ.

ქალწული

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ნუ გამოიჩენთ ინიციატივას და ნუ მოკიდებთ საქმეს ხელს, თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ ძალებში.

სასწორი

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით, ფინანსურს. კარგი დღეა სწავლისთვის. მიიღებთ მნიშვნელოვან, საჭირო ინფორმაციას.

მორიელი

ნუ ეცდებით სხვების საიდუმლოებების გაგებას. შეიძლება იმედგაცრუების მეტი არაფერი მოგიტანოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

მშვილდოსანი

სიფრთხილე გმართებთ ახალი საქმეების დაწყებისას, ხელშეკრულებების გაფორმებისას. ნუ გასცემთ დაპირებებს. მოერიდეთ პარტნიორებთან გულახდილობას, ამით შეიძლება ბოროტად ისარგებლონ.

თხის რქა

დილა დასვენებას, ძალების მოკრებას დაუთმეთ. თუ რაიმე საქმის შესრულებას დაგავალებენ, კარგად გაერკვიეთ მოთხოვნებში. იყავით მეტად დაკვირვებული.

მერწყული

ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ნუ გასცემთ საბოლოო პასუხს, თუ სიტუაცია ბოლომდე გარკვეული არაა. მეტი მოთმინება გმართებთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა.

თევზები

დღის მეორე ნახევარი მეტად აქტიური გექნებათ. ყველას ნუ გაუმხელთ თქვენს გეგმებს. მოერიდეთ ახალ ბინაში გადასვლას. ოჯახის წევრებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით