5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

კურო

მოსაწყენად არ გეცლებათ, დილიდან საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. კარგი დღეა მიმოსვლებისა და აზრთა გაცვლისთვის. გამონახეთ დრო კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.

ტყუპი

გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. განსაკუთრებით, თუ განვითარებას აპირებთ.

კირჩხიბი

გარემოს შეცვლის, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დაძაბვის დღეა. სასურველია, დღეს არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები და საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ლომი

მიმდინარე საკითხებს მარტივად გაართმევთ თავს. გაგიუმჯობესდებათ განწყობა. სიფრთხილე გმართებთ მგზავრობისას. ზოგიერთი გადაწყვეტს, ძალები ახალ საქმეში მოსინჯოს.

ქალწული

დღეს სწრაფად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. გამონახეთ დრო თქვენთვის საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობისთვის. კარგი დღე ელით საქმიან და მიზანმიმართულ ნიშნებს.

სასწორი

ნუ შეუშინდებით ძლიერ მოწინააღმდეგესაც კი. თქვენ გაქვთ საკმარისი შესაძლებლობა, რომ გამარჯვება მოიპოვოთ. დაპირება მხოლოდ იმ შემთხვევაში გაეცით, თუ დარწმუნებული ხართ, რომ აასრულებთ.

მორიელი

გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც შეიძლება მომავალში გამოგადგეთ. მიიღეთ მონაწილეობა თქვენთვის საინტერესო საქმიანობაში. რომანტიკული ნაცნობობა შეიძლება სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი

გარშემო მყოფებთან, კოლეებთან შეთანხმებულად იმოქმედეთ. ზედმეტმა ლიდერობამ შეიძლება დაგაზიანოთ. მეტი დრო დაუთმეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას. ზოგიერთი საინტერესო ადამიანებს გაიცნობს.

თხის რქა

მოვლენების შესაბამისად იმოქმედეთ. სიახლეებს მშვიდად შეხვდით, ნუ იქნებით ზედმეტად აგრესიული და ფეთქებადი. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. გააუმჯობესეთ არსებული კავშირები საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებთან.

მერწყული

პოზიტიური ემოციების დღეა. პარტნიორთნ შეთანხმებულად იმოქმედეთ. ზოგიერთმა კლიენტმა ან ახლობელმა შეიძლება ზედმეტი ყურადღება მოითხოვოს თქვენგან. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.

თევზები

დღეს უნდა მოერიდოთ სარისკო ქმედებებს, დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან. ფულის ხარჯვა გელით გართობის, წვეულების გამო. მეტი მზრუნველობა გამოავლინეთ შვილების მიმართ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით