5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:12-ზე, მთვარე მერწყულშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.

ვერძი

ყველაფერი, რასაც დღეს აკეთებთ, გარკვეულწილად იმოქმედებს თქვენს მომავალზე, ასე რომ ფრთხილად იყავით! ყურადღება მიაქციეთ უმცირეს დეტალებსაც კი, იფიქრეთ იმაზე, რას ამბობთ და ვის რას ჰპირდებით. ნუ აიღებთ ზედმეტ ვალდებულებებს საკუთარ თავზე.

კურო

შესაძლოა კრიტიკის წინაშე აღმოჩნდეთ. ნუ იჩქარებთ განაწყენებას და მით უმეტეს, არ უნდა ჩაერთოთ კამათში, გაითვალისწინეთ ნათქვამი და შეხედეთ სიტუაციას ობიექტურად - იქნებ ნამდვილად ღირს საკუთარ თავზე მუშაობა?

ტყუპი

არ გირჩევთ დღეს ყველასთვის რჩევის მიცემას და მით უმეტეს, ჭკუის დარიგებას. მიმართეთ თქვენი ენერგია მათკენ, ვისაც ნამდვილად სჭირდება მხარდაჭერა. ან უფრო უკეთესი იქნება, საკუთარი საქმეები მოაგვაროთ.

კირჩხიბი

მშვიდად გააკეთეთ თქვენი გასაკეთებელი და ეცადეთ, სხვისი ვალდებულების შესრულება არ დაიწყოთ; მოერიდეთ ზედმეტი პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას. საღამო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გვერდით, იმხიარულეთ.

ლომი

დღეს მიდრეკილნი ხართ სხვების მანიპულირებისკენ, კარგად იცით ვისთან როგორ უნდა მოიქცეთ საკუთარი მიზნების განსახორციელებლად, მაგრამ გაფრთხილდით, ზედმეტი არ მოგივიდეთ. გამონახეთ მეტი დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად, დაწყებული პროექტების დასასრულებლად.

ქალწული

დღეს ცოტა უფრო რბილი უნდა იყოთ და კომპრომისზე წასვლის სურვილი გამოავლინოთ. თუ სხვის ინტერესებს უგულებელყოფთ, ამან შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული კონფლიქტები, ურთიერთობების გაწყვეტა.

სასწორი

რბილი, ინტელექტუალური სასწორი ზოგჯერ წარმოუდგენლად ჯიუტია და ხშირად იქ, სადაც საჭირო არაა. დღეს მაინც, შეეცადეთ მოუსმინოთ სხვებს და გაითვალისწინეთ რას ამბობენ გარშემო მყოფები. მიხვდებით, რომ ზოგჯერ სხვებიც ამბობენ სიმართლეს.

მორიელი

მშვიდი და ჰარმონიული დღე გელოდებათ. იოლად გამონახვათ საერთო ენას გარშემო მყოფებთან და მათი დახმარებით შეძლებთ სასურველის მიღწევას. კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის. საღამოს გირჩევთ მშვიდ გარემოში დაისვენოთ აურზაურისგან.

მშვილდოსანი

ოთხშაბათს დაინახავთ, რამდენად მნიშვნელოვანია საჭირო დროს საჭირო ადგილას ყოფნა! თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გააუმჯობესოთ მატერიალური მდგომარეობა, აიმაღლოთ ავტორიტეტი კოლეგებში. არ გამოტოვოთ ასეთი შანსი.

თხის რქა

ოთხშაბათს დაუკავშირდით ადამიანს, რომელზეც თქვენი პროექტის წინსვლა იქნება დამოკიდებული. საუბარი რთული აღმოჩნდება, მაგრამ შეეცადეთ გაერთიანდეთ და თანამოსაუბრეზე სასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინეთ.

მერწყული

გარშემო მყოფებს დააინტერესებთ თქვენი აზრი სხვადასხვა საკითხებზე. ისეთებზეც კი, რომლებიც არანაირად არ გეხებათ. უმჯობესია, მეტი დრო დაუთმოთ იმ საკითხების მოგვარებაში, რომლებიც მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებიან.

თევზები

დღეს არ ღირს ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი; მათ შეიძლება სწორად ვერ გაგიგონ. მეტი დრო დაუთმეთ თვითგანითარებას, ახალი ცოდნის მიღებას. საქმეების გასაუმჯობესებლად მოიძიეთ საჭირო ადამიანები და ინფორმაცია.