5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწება 03:13-ზე, მთვარე კირჩხიბშია

საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.

ვერძი

დღეს უნდა მოერიდოთ სარისკო წამოწყებებსა და საეჭვო შეთავაზებებს. იმოქმედეთ თქვენთვის ნაცნობი გზებით, ნუ იჩხუბებთ და ნუ გაბრაზდებით. ესაუბრეთ ადამიანს პირისპირ და ღიად მოუყევით თქვენი გამოცდილების შესახებ.

კურო

იყავით ყურადღებიანი და მეგობრული თქვენი ოპონენტების მიმართ, აირჩიეთ მათთვის საინტერესო თემები ამგვარად სწრაფად მიიღებთ მათგან მხარდაჭერას და თქვენი იდეების მოწონებას. ეს ასევე ხელს შეუწყობს ოჯახური საკითხების მოგვარებას, ნათესავებთან შეთანხმებას და წარმატებული კომპრომისული გადაწყვეტის პოვნას.

ტყუპი

დღე რთული და დაძაბულია. მოემზადეთ მოსაწყენი ან უსიამოვნო საქმეების გასაკეთებლად და თავსატეხების გადასაჭრელად. 5 ივლისს რთულ სიტუაციებში მოიძიეთ მხარდაჭერა ოჯახის წევრებისგან და მეტი ისაუბრეთ მეგობრებთან. ისინი შემოგთავაზებენ სწორ გზას ან დაგეხმარებიან. შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია.

კირჩხიბი

თუ დღეს საუბრის ან დისკუსიის გამართვა გჭირდებათ, აკონტროლეთ სიტყვები. თუ ოპონენტს რაიმეში არ ეთანხმებით, გამოიყენეთ ფაქტები და მიმართეთ გავლენიანი ადამიანების მოსაზრებებს. გაუზიარეთ საინტერესო იდეები თქვენს კოლეგებს: არის შანსი, რომ მხარი დაგიჭიროთ და შემოგთავაზოთ მომგებიანი თანამშრომლობა.

ლომი

თუ ოჯახში რაიმე მნიშვნელოვანი და რთული საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი, მაშინ 5 ივლისი კარგი დღეა მის განსახილველად და ყველა გაუგებრობის გასარკვევად. უნდა მოისმინოთ საპირისპირო მხარის აზრი და განიხილონ ყველა საკამათო საკითხი.

ქალწული

გამოიყენეთ თქვენი ინტუიცია სხვისი ქმედებების ჭეშმარიტი მოტივების გასაგებად. შეუძლიათ მიიღოთ პასუხი კითხვებზე, მნიშვნელოვანი ინფორმაცია. კარგი დღეა საოჯახო საქმეებისა თუ მოგზაურობის დაგეგმვისთვის, საერთო პროექტების განსახილველად.

სასწორი

დღეს დიდი დრო ყოველდღიურ საკითხებს უნდა დაუთმოთ. რთული საქმეები სხვა დღისთვის გადადეთ. იზრუნეთ ძველი დავალების შესრულებაზე, შემოწმებაზე, შეცდომების გამოსწორებაზე. ოჯახთან გულწრფელი საუბარი ხელს შეუწყობს ყველა გაუგებრობის გარკვევას და კომპრომისული გადაწყვეტის მიღებას.

მორიელი

გააკონტროლეთ თქვენი ემოციები და იფიქრეთ თქვენს თითოეულ პასუხზე ან ქმედებაზე. თქვენმა მკაცრმა სიტყვებმა შეიძლება შეურაცხყოს საყვარელი ადამიანი და გააფუჭოს მნიშვნელოვანი ურთიერთობა. ესაუბრეთ თქვენს ოჯახს და გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება.

მშვილდოსანი

შესაფერისი დღეა რუტინული, ნაცნობი სამუშაოსთვის. ვარსკვლავები არ გირჩევენ რაიმე ახალი პროექტის დაწყებას ან ექსპერიმენტებს. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, მოწინააღმდეგის განწყობას, მის მინიშნებებს. ოჯახში ატმოსფერო გაუმჯობესდება, თუ გულწრფელი და თავაზიანი იქნებით.

თხის რქა

შესაძლოა გარშემო მყოფები რაღაცას გიმალავენ. იყავით ყურადღებიანი საუბრებში, დაიჭირეთ ნათქვამის ქვეტექსტი. 5 ივლისი კარგი დღეა ყველა გაუგებრობის გასარკვევად და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის დასარეგულირებლად.

მერწყული

დღე საინტერესო და დატვირთულია. ვარსკვლავები გირჩევენ, არ გარისკოთ ბიზნესში. განაგრძეთ თქვენი ჩვეული გზით. ასევე უკეთესია გადადოთ მნიშვნელოვანი საუბარი ან დაპირისპირება. მერწყულებისთვის სასარგებლოა საღამოს მარტოობაში გატარება, დასვენება და გამოძინება

თევზები

ყველა გეგმის რეალიზებისთვის, გჭირდებათ აქტიურობა და საუკეთესო საქმიანი თვისებების დემონსტრირება. დღეს რთულ სიტუაციებშიც კი მოახერხებთ კომპრომისების პოვნას. ისარგებლეთ ამით და ღიად ისაუბრეთ ადამიანებთან, ვისთანაც დაძაბული ურთიერთობა გაქვთ.