კურო
დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ საოჯახო საქმების შესრულება მოგიწევთ. მნიშვნელოავნი საკითხების მოგვარებამდე კონსულტაცია გაიარეთ იურისტებთან. ნუ დაიტვირთებით ფიზიკურად. პირად ცხოვრებაში დაძაბულობა სასიყვარულო პარტნიორთან ერთად განიხილეთ და მოაგვარეთ.
ტყუპი
მოთმინებით აღიჭურვეთ და რუტინული საქმეების მოგვარებას შეუდექით. ნათესავების სტუმრობას მშვიდად, გაღიმებული შეხვდით. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად საყვარელ კაფეში გაატარეთ.
კირჩხიბი
საქმიანი შეხვედრების, მივლინების დღეა, წარმატება ელით აქტიურებს. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ოჯახის თითოეულ წევრთან. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად დაისვენეთ და იმხიარულეთ.
ლომი
სამსახურის საქმეები თქვენგან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისა და პროექტების განსახილველად. საყვარელ ადამიანს არ მოაკლოთ მზრუნველობა. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
სიმშვიდე შეინარჩუნეთ და მოერიდეთ დაპირისპირებას საქმიან პარტნიორებთან. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. დაინდეთ საკუთარი თავი. ოჯახთან ერთად ეწვიეთ მუზეუმს, ატრაქციონს. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა.
სასწორი
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. ან ახალი საქმიანი პარტნიორები გამოგიჩნდებიან, ან გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. განაახლეთ მეგობრული და ნათესაური შეხვედრები.
მორიელი
გაერკვიეთ კამათის მიზეზში და აღადგინეთ ურთიერთობა. მეტად გააქტიურდით სურვილების ასასრულებლად. გახსოვდეთ, რომ უძრავი ქვის ქვეშ წყალი არ მოძრაობს. ახალი საქმეების დაწყებამდე განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. სასიყვარულო პარტნიორის მიმართ მეტად ლოიალური უნდა იყოთ; დაივიწყეთ მოთხოვნები და შენიშვნები.
მშვილდოსანი
კარგი დღეა კვალიფიკაციის ასამაღლებლად, ნუ გგონიათ, რომ ყველაფერი იცით, სწვლისთვის გვიანია არასდროსაა. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, კონფლიქტს გარშემო მყოფებთან. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, მაგრამ ურთიერთობის გარკვევას და კამათს მოერიდეთ.
თხის რქა
დროა, დაწინაურება ან ხელფასის მომატება მოითხოვოთ. მოაწესრიგეთ საოჯახო საქმეები. კარგი დღეა ბინის მოსაწყობად, ავეჯის, ტექნიკის შესაძენად. მსუბუქი ფლირტი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მერწყული
ახალი პროექტის დაწყებამდე კარგად გაერკვიეთ დეტალებში. თუ ენერგიის ნაკლებობას, გადაღლილობას გრძნობთ, დროა, მოითხოვოთ დასვენება. გამოისწორეთ ძილისა და კვების რეჟიმი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.
თევზები
საქმეებს ადვილად გაუმკლავდებით, თუ კოლეგასთან, მეგობართან ან ოჯახის წევრებთან ერთად იმოქმედებთ. კარგი დღეა დიეტისა და ვარჯიშის დასაწყებად. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.