5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

თუ გარშემო მყოფებისა და განსაკუთრებით საყვარელი ადამიანისგან ვერ მოისმენთ იმ სიტყვებს ან ისინი ისე არ მოიქცევიან, როგორც გსურთ, ეს ქვეყნის დასარული არაა. გახსოვდეთ, ყველაფერი გამოსწორებადია.

ტყუპი

დღეს გარშემო მყოფებს გააკეთებინებთ ყველაფერს, რასაც მოისურვებთ. ეცადეთ, ბოროტი ზრახვები გვერდზე გადადოთ და კეთილი საქმებისთვის დაიხმაროთ ხალხი.

კირჩხიბი

ნუ ჩაერთვებით ისეთ საქმებში, სადაც ნაკლებად კომპეტენტური ხართ. კარგი დღეა ახლობლების, კოლეგების დასახმარებლად.

ლომი

საქმეების მოგვარებას მარტივად, სხვების დაუხმარებლად შეძლებთ. ეს ის დღეა, როცა თავისუფლად შეგიძლიათ თქვენი სურვილისამებრ იმოქმედოთ და არავის ჩააბაროთ ანგარიში.

ქალწული

ყურადღებით იყავით, არაფერი დაკარგოთ, ამოგაცალონ. აგრეთვე ნუ გახდებით თაღლითების მსხვერპლი.

სასწორი

ცვლილებები გელით და მოემზადეთ. სასურველია, გადაწყვეტილებები ახლობელ ადამიანს შეუთანხმოთ.

მორიელი

დღეს ნებისმიერ საქმეს მშვიდად მოაგვარებთ; გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება იმ ადამიანებთან (მათ შორის მეგობრებთან და საყვარელ ადამიანთანაც) კი, რომლებთანაც კონფლიქტი გქონდათ ან საერთოს ვერ პოულობდით.

მშვილდოსანი

ახლობლები თქვენგან მეტ დახმარებას, იდეებსა და ნიჭის გამოვლენას ელიან. ნუ გაუცრუებთ იმედებს. აგრეთვე კარგი დღეა გარშემო მყოფებისთვის ცოდნის გაზიარებისთვის.

თხის რქა

დღეს ჯიუტად მიჰყევით დასახულ მიზნებს. ეცადეთ, არავინ და არაფერმა შეგიშალოთ ხელი სასურველის მიღწევაში.

მერწყული

კარგი დღეა საუბრებისთვის. აგრეთვე დისკუსიებსა და კონფერენციებში მონაწილეობისთვის. შეცდომების თავიდან აცილების მიზნით, ეცადეთ, თქვენი აზრი ყველასთვის გასაგები იყოს.

თევზები

სასურველის მისაღწევად მთელი ძალ–ღონე უნდა მოიკრიბოთ. ეცადეთ, თქვენი რჩევა–დარიგება გარშემო მყოფებმა ზუსტად გაიგონ. შეიძლება კონფლიქტის დარეგულირებამ მოგიწიოთ.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით