კურო
ჩამოყალიბდით პრიორიტეტებში; შეადგინეთ იმ საქმეების სია, რომლებსაც ორშაბათიდან განახორციელებთ. საღამო შინ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ. გამონახეთ დრო შვილებისთვის.
ტყუპი
დღესვე დაიწყეთ ხვალინდელი საქმეების განხილვა-მოგვარება. ჩაეწერეთ კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე; ონლაინ ტრენინებზე. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
კირჩხიბი
დაისვენეთ, გაერთეთ, მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. მათთან ერთად ითამაშეთ, იმხიარულეთ. საღამოს მიიღეთ არომატული აბაზანა და მომავალი საქმეების გეგმა შეადგინეთ.
ლომი
გამოიძინეთ და დაისვენეთ. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები. წაიკითხეთ პროფესიონალური ლიტერატურა. უყურეთ ონლაინ ტრენინგებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
დაფიქრდით სამომავლო პროექტებზე; შეადგინეთ საქმეების გეგმა. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ, ოპტიმისტურ განწყობას დაიბრუნებთ.
სასწორი
ჩამოწერეთ სურვილები და საქმეები, რომელთა შესრულებასაც ორშაბათიდან დაიწყებთ. ჩაეწერეთ ონლაინ ტრენინგებზე, დაიწყეთ პროფესიული ლიტერატურის კითხვა.
მორიელი
დღეს შინ დარჩით და დაისვენეთ. მოაწესრიგეთ პირადი ნივთები. მეტი ყურადღება მიაქციეთ კვალიფიკაციის ამაღლებას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
მშვილდოსანი
გავლენიანი მეგობრები ახალი პროექტების განხორციელებაში დაგეხმარებიან, რომლებსაც ხვალიდან შეუდგებით; დღეს კი დაისვენეთ. საღამოს ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს გაეცანით.
თხის რქა
მხოლოდ სასიამოვნო საქმიანობით შემოიფარგლეთ. წამოწექით, წაიკითხეთ, უყურეთ. ჩაეწერეთ ონლაინ ტრენინგებზე, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე.
მერწყული
თუ გუშინ დაისვენეთ, დღეს საოჯახო საქმეების შესრულება მოგიწევთ. საღამოს სამსახურის საქმეებზე დაფიქრდით, ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია.
თევზები
დაისვენეთ, ბუნებაში გაისეირნეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკული პაემანი მოაწყვეთ. ეცადეთ, სასიამოვნო განწყობა ორშაბათამდე შეინარჩუნოთ.