5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:13-ზე, მთვარე მორიელშია

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენებისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას, ცხარე და ცხიმიან საკვებს. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი, ტრავმები. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.

ვერძი

დღე შესაფერისია სწავლისთვის, ახალი ცოდნის მისაღებად. დღევანდელი ინფორმაცია უფრო სწრაფად შეითვისება. ასევე სასარგებლოა ფიქრი თქვენს პირად ურთიერთობებზე ან სამსახურში პრიორიტეტულ მიზნებზე. საღამოს კარგია სიმშვიდე, სასიამოვნო თემებზე საუბარი.

კურო

თქვენ უნდა შეეცადოთ იყოთ მშვიდი და მეგობრული სხვების მიმართ, მაშინაც კი, თუ მოგეჩვენებათ, რომ ისინი პროვოცირებას გიწყობენ. სამსახურში არ უნდა დაეყრდნოთ სხვის დახმარებას: დაგეგმეთ ყველაფერი, მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით.

ტყუპი

დღე დატვირთული მოვლენებით. იმისთვის, რომ ყველაფერი დროულად გააკეთოთ, თქვენი გარკვეული პასუხისმგებლობა კოლეგებს ან თანაშემწეებს გადაუნაწილეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას არ მოუსმინოთ სხვის რჩევებს. საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი

დატოვეთ უსიამოვნო ფიქრები ან პრობლემებზე წარსულში. დაიწყეთ საინტერესო საგნის შესწავლა. სასარგებლოა თქვენი იდეებისთვის თანამოაზრეების ან მოკავშირეების პოვნა. ესაუბრეთ უცნობებს, ეს კავშირები მომავალში გამოგადგებათ.

ლომი

ყველა მნიშვნელოვანი საქმე და შეხვედრა დილით დანიშნეთ. თქვენ უნდა გადაჭრათ რთული ამოცანები და მიიღოთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები. გამოიყენეთ არა მხოლოდ საკუთარი, არამედ სხვისი გამოცდილებაც. საღამო გაატარეთ სახლში საყვარელ ადამიანებთან ერთად.

ქალწული

დღე ხელსაყრელი და საკმაოდ მშვიდია. შეგიძლიათ ცოტათი დაისვენოთ და მსუბუქი, მარტივი საქმეები გააკეთოთ. დაგეგმეთ უახლოესი დღეები, დაიწყეთ გადადებული საქმეების დასრულება. შოპინგისა და ფულის ხარჯვას არ გირჩევთ.

სასწორი

იღბალი თქვენს მხარესაა. არსებობს შანსი, რომ წინ წახვიდეთ ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხში და მიიღოთ ისეთი შედეგი, რომლის იმედიც არ გქონდათ. დაგვიანების, შეფერხების ან უსიამოვნო შემთხვევის გამო უკან ნუ დაიხევთ და განაგრძეთ თქვენი მიზნის მიღწევა, შრომა და მონდომება დაგიფადებათ.

მორიელი

მარტო მუშაობა დღეს არ იქნება პროდუქტიული, ამიტომ იპოვეთ დამხმარეები ან სთხოვეთ დახმარება კოლეგებს. შესაძლოა, თქვენი დღევანდელი თანამშრომლობა მალე გადაიზარდოს მეგობრობაში ან თუნდაც სასიყვარულო ურთიერთობებში და დიდხანს გაგრძელდეს. არის შანსი, რომ დაასრულოთ ძველი, მოსაწყენი საქმეები.

მშვილდოსანი

გრძელი და რთული დღეა მოსალოდნელი: ბევრი საკითხის გადაწყვეტა მოგიწევთ და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება. შეეცადეთ არ იყოთ ნერვიული და არ შექმნათ სტრესული სიტუაციები სხვებთან. იმუშავეთ თქვენთვის კომფორტული ტემპით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განწყობა შეიძლება სწრაფად გაუარესდეს.

თხის რქა

რაც უფრო მეტ ადამიანს დაუკავშირდებით და ესაუბრებით, მით მეტია შანსი, რომ კარგი შეთავაზება მიიღოთ. თქვენი ხიბლი და მონდომება დღეს ნებისმიერ კარს გააღებს. დაასრულეთ რუტინული დავალებები, რომ უკან არ დაგხიოთ და განწყობა არ გაგიფუჭოთ.

მერწყული

დღეს განსაკუთრებით მიზანსწრაფული უნდა იყოთ მიზნების განხორციელებაში. წარმატება გარანტირებული გექნებათ, თუ საქმეს ნახევარ გზაზე არ მიატოვებთ და სასურველ შედეგებს მიაღწევთ. რთულ სიტუაციებში დახმარებისთვის მიმართეთ ახლობლებს.

თევზები

დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით რთული იქნება სამუშაოსთვის: ენერგიის დაბალი დონე არ მოგცემთ საშუალებას სწრაფად მიხვიდეთ სამუშაოზე და ჩაერთოთ სამუშაო რიტმში. ნუ სთხოვთ დახმარებას სხვებს, მათ შეუძლიათ იმედი გაგიცრუონ. დილომატიურად დაიცვაით თქვენი უფლებები მოლაპარაკების დროს.