5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე ვერძშია

კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის. კარგი დღეა უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად.

ვერძი

კრიტიკას უფრო მშვიდად მოეკიდეთ, ნუ განაწყენდებით და კამათში ნუ ჩაერევით. საღამოს მოემზადეთ მოულოდნელი მოვლენებისთვის.

კურო

დაისვენეთ, შეანელეთ თქვენი აქტივობა. მეტი დრო დაუთმეთ პირად საქმეებს. საღამოს მოგიწევთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება. დააკვირდით თქვენს სიტყვებს, რათა შემთხვევით არ განაწყენოთ თქვენი საყვარელი ადამიანები.

ტყუპი

უმჯობესია ეს დღე საყვარელ ადამიანებთან ერთად გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში ენერგეტიკული დონე მოიმატებს და თქვენი განწყობა გაუმჯობესდება.

კირჩხიბი

ყველაფერი კარგადაა, შეგიძლიათ დაისვენოთ. შეხვედრები სასიამოვნო იქნება. საღამოს თქვენი მონაწილეობა საყოფაცხოვრებო საკითხების გადაწყვეტაში აუცილებელია.

ლომი

შესაძლოა, დღევანდელმა მოვლენებმა მოწყენილობა ან გაღიზიანება გამოიწვიოს. ისაუბრეთ ნეიტრალურ თემებზე, რათა არ დაიწყოთ ზედმეტი კამათი ან ჩხუბი. მშვიდი საღამო ხელს შეუწყობს გონების სიმშვიდის აღდგენას.

ქალწული

უმჯობესია დღის პირველ ნახევარში დაგეგმოთ რთული საქმეები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. ვინმეს შეუძლია შეცვალოს თქვენი გეგმები, მოგცეთ კარგი იდეა მომავალი პროექტებისთვის.

სასწორი

დღე რთული და დაძაბულია. მოგიწევთ ბევრი სამუშაოს შესრულება და დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღება. ნაკლები ილაპარაკეთ, იმუშავეთ მარტომ.

მორიელი

რაც უფრო მეტ ადამიანს შეხვდებით დღეს, მით უფრო მაღალია სასარგებლო კონტაქტების დამყარების ან ვინმე განსაკუთრებულის პოვნის შანსი. მხიარული განწყობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ემოციურად რთული დღეა. არ დაიღალოთ უამრავ დავალებაზე, აირჩიეთ ერთი და დაასრულოთ იგი გადადების გარეშე. სახლის პრობლემები თქვენს ჩარევას მოითხოვს.

თხის რქა

დღეს ბევრი სამუშაო და დამატებითი დავალებები გექნებათ. მოგიწევთ ყველაფერი დროულად გააკეთოთ. სასურველია, საღამოს დაისვენოთ.

მერწყული

არ გადადოთ მოგვიანებით ის, რაც შეგიძლიათ დაუყოვნებლივ გააკეთოთ. დღეს შესაძლოა შეხვდეთ ადამიანს, რომელიც მოგვიანებით ძალიან დაგიახლოებთ.

თევზები

კომუნიკაცია შეიძლება რთული იყოს: შემთხვევითი სიტყვა შეურაცხყოფს ვინმეს ან გაანადგურებს თქვენს ურთიერთობას. იყავით უფრო თავშეკავებული საუბრებში, აკონტროლეთ ემოციები.