5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

საქმეებისა და სამუშაო კვირის დაწყების მიუხედავად რომანტიკულ განწყობაზე ხართ. იქნებ გამონახოთ დრო და საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყოთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით.

ტყუპი

ახალი იდეები ან გზაში დაგებადებათ ან მათ განსახორციელებლად მგზავრობა მოგიწევთ. რაც არ უნდა იყოს, დღევანდელი დღე მგზავრობასა და მოგზაურობასთანაა კავშირში.

კირჩხიბი

ნუ იქნებით ზედმეტად ამაყი და უკარება. რაც უფრო დაარეგულირებთ ურთიერთობას გარშემო მყოფებთან მით მოიგებთ. მათი დახმარებით სასურველის მიღწევას შეძლებთ.

ლომი

საქმეებში დილიდან უნდა ჩაებათ. გახსონდეთ, რომ კონკურენტებს არ სძინავთ და მუდამ მზად არიან თქვენთვის მახის დასადებად. ამიტომ, ზოგ შემთხვევაში მოთმინება და დუმილი სჯობს, ზოგში კი ბრძოლა და საკუთარი აზრის დაფიქსირება.

ქალწული

მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, გარეგნობას, განათლებას. კარგი დღეა სწავლისა და რაიმე ახლის შესასწავლად.

სასწორი

თუ საქმეების უკეთ წარმართვა გსურთ, მეტად უნდა იაქტიუროთ. კარგად გაერკვიეთ საქმის ვითარებაში, იყავით მოვლენების ეპიცენტრში. ამასთანავე, აკონტროლეთ ემოციები.

მორიელი

დილით შეიძლება ხელოვნების რომელიმე სფერომ გაგიტაცოთ. არაფერი დაშავდება თუ უმნიშვნელო საქმეებს დროებით გადადებთ და პოეზიის, მუსიკის ან კინო სამყაროში განმარტოვდებით. შემდეგ კი, ამაღლებული განწყობით ჩვეულ საქმეებს დაუბრუნდებით.

მშვილდოსანი

თუ ცუდ განწყობაზე გაგეღვიძათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარშემო მყოფებსაც უნდა გაუფუჭოთ დილა. ეცადეთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ გარეგნობას, ჩაცმულობას და საყვარელი ადამიანის მიმართ თბილი სიტყვები არ დაიშუროთ.

თხის რქა

მობილიზებული, ყურადღებიანი და მიზანსწრაფული ხართ. ამიტომ, დღეს ვერავინ შეგიშლით ხელს წარმატების მიღწევაში.

მერწყული

ნუ ეცდებით რაიმეს შეცვლას. დატკბით იმით, რაც ცხოვრებამ დღეს თქვენთვის გამოიმეტა. გახსოვდეთ, რაც კეთდება, ყველაფერი უკეთესობისკენა.

თევზები

მეტი დრო გაატარეთ ნათესავებსა და მეგობრებთან ერთად. რთულ მომენტში მათი მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. ამასთანავე, ყურადღება მიაქციეთ უხუცესების რჩევას.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით