კურო
სასიამოვნო ნაცნობობა, საუბრები, მოლაპარაკებები გელით. თქვენი მიზანია, გამიჯნოთ ერთმანეთისგან პირადი და საქმიანი ურთიერთობები, რაც უფრო მეტ წარმატებას მოგიტანთ. შეიძლება საქმიანი მგზავრობა მოგიწიოთ ან დოკუმენტებთან მუშაობა.
ტყუპი
სხვა საქმეების მოგვარებას თუ აპირებდით, ფინანსური საკითხები მაინც პრიორიტეტული გახდება. ამიტომ, ჯერ მატერიალური საკითხების მოგვარებით დაკავდით.
კირჩხიბი
დღეს ყველა მოთხოვნები დაგიკმაყოფილდებათ, თუ ზემდგომების მიმართ ზრდილობიანი და მოღიმარი იქნებით. მთავარია, გულწრფელი იყოს ღიმილიც და განწყობაც.
ლომი
მაქსიმალურად შეიკავეთ თავი ემოციების გამოვლენისგან. რაც უფრო მშვიდად განიხილავთ სიტუაციას, მით მეტად გაგიადვილდებათ საქმეების მოგვარება.
ქალწული
სამსახურებრივი საქმეების პარალელურად ნურც ოჯახურ საქმეებს დაივიწყებთ. შეხვდით და დაეხმარეთ ნათესავებს. თავი შეკავეთ უადგილო ხუმრობებისგან. თქვენმა სიტყვებმა შეიძლება გარშემო მყოფს გული ატკინოს, ან უფრო მეტი, გაგიფუჭოთ მასთან დამოკიდებულება.
სასწორი
დღეს ერთი მეგობრის მხარდაჭერას თუ გადაწყვეტთ, მეორე შეიძლება გაგინაწყენდეთ. ამიტომ მაქსიმალურად დიპლომატიურად უნდა იმოქმედოთ.
მორიელი
ადამიანმა, რომელიც უბრალოდ კოლეგა, მეგობარი გეგონათ, დღეს შეიძლება ზედმეტი მზრუნველობა და ყურადღება გამოიჩინოს თქვენ მიმართ. დაფიქრდით, იქნებ არ ღირს მისი თავიდან მოცილება.
მშვილდოსანი
ყველაფერი ის, რაც წარმატების მიღწევაში გიშლით ხელს, თავიდან უნდა ამოიგდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოუსწორებელ შეცდომას დაუშვებთ. რეპუტაციასაც შეილახავთ და მატერიალურადაც დაზარალდებით.
თხის რქა
სიტუაცია შეიძლება იმაზე რთული აღმოჩნდეს, ვიდრე ვარაუდობდით. ენდეთ საკუთარ ინტუიციას, მაგრამ პროფესიონალებთან მაინც გაიარეთ კონსულტაცია.
მერწყული
დღეს მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი ორგანიზმის მიმართ. კარგია გამწმენდი პროცედურები, მსუბუქი ვარჯიში. აგრეთვე, გამოყავით დრო დასვენებისთვის, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას და გამოიძინეთ.
თევზები
ყურადღება მიაქციეთ ახალ შემოთავაზებებს და ნუ დათანხმდებით მხოლოდ იმის გამო, რომ უარის თქმა მოგერიდათ. ცოტა ხანში შეიძლება უფრო სარფიანი წინადადებები მიიღოთ.