კურო
ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და სურვილი გაგიჩნდებათ საქმეები საუკეთესოდ მოაგვაროთ. ეცადეთ, არ დაარღვიოთ ტრადიციები, წესები. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლილობსა და სტრესებს.
ტყუპი
ახალი იდეები თეორიულად საინტერესო და მარტივია, მაგრამ მათი განხორციელება შეიძლება გაგიძნელდეთ. კოლეგებთან ურთიერთობისას ნუ შეეხებით მათთვის მტკივნეულ საკითხებს. მოერიდეთ უსიამოვნებას მეუღლესთან.
კირჩხიბი
გაფრთხილდით, დაძაბული დღე გელით. მოსალოდნელია ინტრიგები, ჭორები, გაუგებრობები, ურთიერთშეწინააღმდეგება. განსაკუთრებით იმ ნიშნებისთვის, ვინც ინფორმაციის, მომსახურების, სპორტისა და სწავლის სფეროში მოღვაწეობს.
ლომი
ნუ გაირთულებთ სიტუაციას. იმოქმედეთ სწრაფად და არასტანდარტულად. ენერგიულიც ხართ და ოპტიმისტურად განწყობილიც. გადადგით ნაბიჯი თქვენი სურვილის ასასრულებლად. კარგი დღე ელით პოლიტიკის, მეცნიერების, შოუბიზნესის წარმომადგენლებს.
ქალწული
გაღიზანებული და აფორიაქებული ხართ. უნდა იცოდეთ, როდის გამოიყენოთ ძალა და როდის - აფერისტობა. ნუ გახდებით კამათის ინიციატორი ოჯახის წვერთან, კოლეგასთან. ნუ დაგავიწყდებათ უსაფრთხოების ნორმები, როცა საქმე ეხება ტექნიკას, მედიკამენტებს.
სასწორი
მოსალოდნელია იმედგაცრიება გარშემო მყოფებში. მგზავრობა არ მოგიტანთ იმ შედეგს, რასაც ელოდით. შეიძლება მოგინდეთ საცხოვრებლის, მარშრუტის, ექიმის, ავტოსერვიზის შეცვლა.
მორიელი
აკონტროლეთ ფინანსური და საქმიანი საკითხები. იყავით დაკვირვებული, რათა არაფერი დაკარგოთ ან არავინ მოგატყუოთ. მოერიდეთ საყიდლებს, ფულის დაბანდებას. ზომიერება გმართებთ უცხოელებთან ურთიერთობისას.
მშვილდოსანი
შეიძლება საკუთარი პესიმიზმის, გაღიზიანებულობის ან ნერვოზულობის მსხვერპლი გახდეთ. გაფრთხილდით, თუ არ გსურთ დაიზიანოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა და ძილის რეჟიმი. მთელი დღის დაღლილმა საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.
თხის რქა
საკუთარ თავს ზედმეტ გმირობას ნუ მოსთხოვთ. არავინ გიშლით გაერკვიოთ საკუთარ სურვილებში, გრძნობებში, მოთხოვნილებებში. მოსალოდნელია ინტრიგა, გადამეტებული ინტერესი. მანდილოსნები მოერიდეთ გარეგნობის კარდინალურ ცვლილებას.
მერწყული
მოერიდეთ ექსპერიმენტებსა და კოლექტიურ საქმიანობას. ამასთანავე, ნუ გაწევრდებით იმ გუნდში, სადაც არღვევენ წესებს. მოერიდეთ ახალი მედიკამენტების მიღებას, ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.
თევზები
ნუ დაისახავთ იმ საქმეებს, რომლებშიც დარწმუნებული არ ხართ, ნუ დაიყენებთ გვერდით იმ ადამიანებს, ვის პატიოსნებაშიც ეჭვი გეპარებათ. ფინანსური ავანტიურა სიკეთეს არ მოგიტანთ; სხვის ფულს ხელს ნუ მოკიდებთ.