5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 22:31-ზე, მთვარე ლომშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდია ორთქლის აბანო, სახის გაწმენდა. მარილიანი პროდუქების ჭამა. გაუფრთხილდით გულს.

ვერძი

დიდ მნიშვნელობას ნუ ანიჭებთ წვრილმან პრობლემებს, თქვენ სწრაფად გაუმკლავდებით მათ. მოხდება მოვლენები, რომლებიც აგიმაღლებთ თვითშეფასებას და თავს უფრო თავდაჯერებულად გაგრძნობინებთ.

კურო

უნდა გაუმკლავდეთ წარსულ პრობლემებს, დაასრულოთ უკვე დაწყებული საქმეები, რაც არ გაძლევთ საშუალებას რაიმე ახალსა და საინტერესოზე გაამახვილოთ ყურადღება. ოჯახი დაგეხმარებათ ყველა საქმეში.

ტყუპი

დღეს თქვენი ინტუიცია მშვენივრად მუშაობს, ამიტომ მოუსმინეთ მას, სანამ იმოქმედებთ. ზოგიერთი საქმე არ განვითარდება ისე სწრაფად, როგორც გსურთ. დღეს შეგიძლიათ იპოვოთ ღირებული ინფორმაცია ან მიიღოთ ახალი გამოცდილება.

კირჩხიბი

შესაძლოა, მოგიწიოთ უსიამოვნო საუბრები, რომელიც გააბრაზებთ. თუმცა, შეგიძლიათ გაიგოთ მნიშვნელოვანი სიახლეები ან პასუხები თქვენს კითხვებზე. გაატარეთ საღამო წვეულებაზე ან მხიარულ კომპანიაში, თავი დაანებეთ სახლში არსებულ პრობლემებს. მცირე მოგზაურობა სასარგებლო იქნება.

ლომი

დღეს გაქვთ ენერგიის მაღალი დონე და კარგი განწყობა, რაც რთული და უსიამოვნო პრობლემების სწრაფად და ეფექტურად გადაჭრაში დაგეხმარებათ. გადაწყვეტილების მიღებისას მოუსმინეთ გრძნობებს, დიდხანს ნუ იფიქრებთ. თქვენი გამარჯვება პირდაპირ დამოკიდებულია პოზიტიურ დამოკიდებულებაზე.

ქალწული

საოჯახო საქმეების შესრულებისას თავს თავდაჯერებულად და კომფორტულად იგრძნობთ. მაგრამ ახალმა ამოცანებმა შეიძლება დაგაბნიოს და გაგიფუჭოთ განწყობა. შეიძლება მოგიწიოთ კომუნიკაცია ადამიანებთან, რომლებიც არ მოგწონთ ან გაღიზიანებენ. შეეცადეთ მინიმუმამდე დაიყვანოთ ურთიერთობა და იყოთ თავაზიანი.

სასწორი

თქვენ არ გჭირდებათ გეგმების შეცვლა ან დათმობა, თუ დღეს რაღაც ისე არ მოხდა, როგორც ელოდით. გამოიჩინეთ დაჟინებით და შრომისმოყვარეობა თქვენს საქმეში და გაგიმართლებთ. გააკეთეთ, რაც გაინტერესებთ და რაც აქამდე არასდროს გაგიკეთებიათ.

მორიელი

ნუ ააჩქარებით საქმეებს, ნუ ეცდებით სიტუაციაზე გავლენის მოხდენას. თუ რამეს ახლა შეცვლით, დამატებითი პრობლემების აღმოფხვრა მოგიწევთ. გადაწყვეტილებების მიღება ინტუიციურად, დაუფიქრებლად გჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარგ შანსს გაუშვებენ ხელიდან.

მშვილდოსანი

დაუსვით საკუთარ თავს მკაფიო საზღვრები და არ დაარღვიოთ ისინი, რაც არ უნდა გააკეთოთ დღეს. თქვენთვის მნიშვნელოვანია იყოთ აკურატული, მოერიდეთ სარისკო აქტივობებს და ექსპერიმენტებს. ჯერ არ გაქვთ საკმარისი ენერგია დიდი და რთული ამოცანებისთვის, ამიტომ უმჯობესია არ დაიწყოთ ისინი.

თხის რქა

პროფესიონალური სტატუსის ამაღლებას სხვების მიმართ აქტიური და მეგობრული ქცევით შეძლებთ. გაწყვიტეთ სერიოზული საუბარი კომპლიმენტებით, ხუმრობით და იყავი კომპანიის გული და სული. მიიღეთ კრიტიკული კომენტარები, გაითვალსიწინეთ მაინც.

მერწყული

ადამიანები, რომლებსაც 5 ნოემბერს შეხვდებით, შესაძლოა მომავალში თქვენი კარგი მეგობრები გახდნენ. არ უნდა იყოთ ძალიან ემოციური და განაწყენებული. შეხედეთ ყველაფერს რაციონალურად, მიიღეთ გადაწყვეტილებები ფრთხილად. იყავით უფრო ეკონომიური ხარჯვისას.

თევზები

გამოიყენეთ თქვენი წარსული გამოცდილება და შეცდომები. მომავალ პროექტებში ისარგებლებთ ძველი კავშირებით. ვარსკვლავები გირჩევენ, არ დაკარგოთ საჭირო კონტაქტები და შეინარჩუნოთ კომუნიკაცია მათთან. გაატარეთ მხიარული საღამო ხმაურიან კომპანიაში ან ხალხმრავალ ადგილას. თავისუფლად გაეცანით ადამიანებს.