შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 10:48-ზე, მთვარე მორიელშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. სიყვარულისა და სექსისთვის იდეალური დღეა. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
ვერძი
დღე დატვირთული და ნაყოფიერი იქნება. ადექით ადრე და დაიწყეთ მუშაობა. შესაძლოა, ზოგიერთმა კითხვამ გაგაბრაზოთ ან იმედი გაგიცრუოთ. ნუ გადაიტანთ თქვენს ცუდ განწყობას საყვარელ ადამიანებზე, აკონტროლეთ თქვენი სიტყვები და ქმედებები. სასარგებლოა სპორტდარბაზში სიარული, ფეხით გასეირნება.
კურო
5 ოქტომბრის მოვლენები განწყობას აგიმაღლებთ. გაატარეთ დღე აქტიურად, გაიცანით ახალი ადამიანები, მიიღეთ მონაწილეობა საინტერესო ღონისძიებებში. დაეთანხმეთ მოწვევებს, ექსპერიმენტი ახალ გამოცდილებას მოგიტანთ.
ტყუპი
გირჩევთ პრაქტიკულ მიდგომას ბიზნესისადმი, არა ფანტაზიორობას. ნუ მისცემთ სხვებს თქვენი კონტროლის უფლებას, შეინარჩუნეთ დისტანცია გარშემო მყოფებთან. წვრილმან პრობლემებს სწრაფად და წარმატებით გაუმკლავდებით.
კირჩხიბი
დღეს დიდი ენერგია არ გაქვთ, ამიტომ მოძებნეთ პოზიტიური და აქტიური ადამიანები, რომლებთან ერთადაც ეწვევით მხიარულ წვეულებას. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ, თუმცა, მოერიდეთ რთულ ან საკამათო თემების განხილვას, როგორიცაა პოლიტიკა ან რელიგია.
ლომი
მიუდექით ამოცანებს შემოქმედებითად, გამოიყენეთ თქვენი გამოცდილება და ცოდნა, ამგვარად ყველა პრობლემა სწრაფად და წარმატებით მოგვარდება. თუ რამე არ გამოვა პირველ ჯერზე, იყავით მომთმენი. კარგი დღეა წარსული მოვლენების შეფასებისთვის.
ქალწული
საყვარელი ადამიანების ქცევამ შეიძლება გაგაოცოთ. იყავით უფრო რბილი და კეთილი მათ მიმართ. შეიძლება მოგიწიოთ არჩევანის გაკეთებამ, გადაწყვეტილების მიღებამ. გირჩევთ რამდენჯერმე დაფიქრდით ყველაფერზე და გამოთვალეთ თქვენი ნაბიჯები.
სასწორი
დაუკავშირდით და შეხვდით ნაცნობებს, განიხილეთ თქვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები. დისკუსიის დროს შესაძლოა ბრწყინვალე იდეა მოგივიდეთ თავში და შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება რომელიმე მნიშვნელოვანი მოვლენის მიმართ. დღეს მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას.
მორიელი
შესაფერისი დღეა მოვლენების გასაანალიზებლად და წინასწარი დასკვნების გასაკეთებლად. დაისახეთ პრიორიტეტები, დაგეგმეთ თქვენი სამუშაო, დაისახეთ ახალი მიზნები. ასევე, არ ჩაერთოთ სერიოზულ საქმეებში: 5 ოქტომბერს მნიშვნელოვანია სრულად დაისვენოთ და აღადგინოთ ენერგია.
მშვილდოსანი
დღის პირველი ნახევარი დაძაბული იქნება. ბევრი გაგაღიზიანებთ და გამოიწვევს ძლიერ რეაქციას. საყვარელ ადამიანებთან ჩხუბის თავიდან ასაცილებლად, იყავით პოზიტიური და იუმორით აღიქვამთ რაც ხდება. საღამოს მოიწვიეთ თქვენი პარტნიორი რომანტიკულ პაემანზე.
თხის რქა
შესაძლოა, ვინმეს სურს ზიანი მოგაყენოთ, რაიმე ავი ქმედებისკენ გიბიძგოთ. იყავით ფრთხილად კომუნიკაციაში, იყავით მშვიდი. დღეს განზე გადადეთ სამუშაო და კარგად დაისვენეთ, აღადგინეთ გონებრივი წონასწორობა და ძალა.
მერწყული
გექნებათ შესაძლებლობა, რომ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ. უარს ნუ ეტყვით ახლობლებს დახმარებაზე, ამგვარად აიმაღლებთ თვითშეფასებას. არ შეგეშინდეთ საყვარელ ადამიანთან ღიად ისაუბროთ თქვენს საერთო პრობლემებზე და გააკეთოთ რთული აღიარება.
თევზები
დღის პირველი ნახევარი დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ და განწყობას აგიმაღლებთ. მოამზადეთ რაიმე განსაკუთრებული, მეტი კომუნიკაცია და ხუმრობა. სასიამოვნო და მეგობრული საუბრები გააუმჯობესებს თქვენს ურთიერთობას. 5 ოქტომბერს მნიშვნელოვანი საქმეები არ უნდა დაგეგმოთ.