ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 18:11-ზე, მთვარე მერწყულშია
დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
ვერძი: დილა სამსახურის საქმეებს, შეხვედრებსა და მოლაპარაკებებს დაუთმეთ. პარტნიორებთნ შეთანხმებით დაგეგმეთ ბიუჯეტი. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
კურო: ვალდებულებები მოგემატებათ და ეცადეთ, დაკვირვებით იყავით. წარმატებით მოაგვარებთ ფინანსურ და საყოფაცხოვრებო საკითხებს. ზოგიერთმა შეიძლება დაგეგმოთ რემონტი, ავეჯის განახლება, ინტერიერის შეცვლა.
ტყუპი: საქმიანი შეხვედრების დღეა. მოგეცემათ ახალი იდეების განხორციელების შესაძლებლობა. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, გაფრთხილდით, რომ არ გაცივდეთ. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.
კირჩხიბი: ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ, დღეს რთული საკითხების მოგვარებასაც კი იოლად შეძლებთ. დაფიქრდით საოჯახო ბიზნესის დაწყებაზე. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ნათესავებს.
ლომი: წარმატებული დღე გელოდებათ ბიზნესმენებს, თუ მოინდომებთ, კონკურენტებსაც კი პარტნიორებად გაიხდით. საქმიანი შეხვედრების დროს მეტი დაკვირვება გმართებთ, ახალი იდეები კი ჩაინიშნეთ.
ქალწული: სამსახურში გაურკვევლობები კოლეგებთან ერთად მშვიდად განიხილეთ. იყავით მიზანმიმართული და გააზრებული. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. ნუ გაართულებთ დამოკიდებულებას საყვარელ ადამიანთან.
სასწორი: გააუმჯობესეთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან; აკეთეთ ის საქმე, რაც სიამოვნებას განიჭებთ. შინ გადააადგილეთ ავეჯი, მოალამაზეთ ინტერიერი. საღამოს საინტერესო ამბები გელოდებათ.
მორიელი: ნუ ხართ ზედმეტად კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ. ყველაფერი სხვაზე უკეთესად გამოგდით. განმარტოებით უფრო საინტერესო საქმეს გააკეთებთ, ვიდრე სხვებთან ერთად.
მშვილდოსანი: საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ, მაგრამ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებას ნუ მიიღებთ, ყურადღებით განიხლეთ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
თხის რქა: საქმიანი მოლაპარაკებების, ხელშეკრულებების გაფორმების დღეა. გაგიუმჯობესდებათ მატერიალურ მდგომარეობა და სასურველი ნივთის შეძენას შეძლებთ. ნათესავებთან შეხვედრა განწყობას გაგიუმჯობესებთ.
მერწყული: ახალი და საინტერესო პროექტების დაწყება გელოდებათ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. სასურველია, არ გადაიღალოთ, ჰარმონიულობა შეინარჩუნოთ. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა გელოდებათ.
თევზები: ისეთი საქმეები შეასრულეთ, რომ ემოციურად არ გადაიტვირთოთ. ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას და უფრო მეტიც, ნუ გააკეთებთ სხვის გასაკეთებელ საქმეს. საღამო ახლობლებთან ურთიერთობით გაიხალისეთ.