კურო
თუ ყველაფრის შეცვლა არ შეგიძლიათ, ის მაინც შეცვალეთ, რაც თქვენ ცხოვრებას უფრო საინტერესოსა და ნაყოფიერს გახდის. თუ გახდომა გაქვთ გადაწყვეტილი, არ დააყოვნოთ, სწორად იკვებეთ და ივარჯიშეთ.
ტყუპი
მეტი სითბო და სიყვარული გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ. საღამოს მხიარულება გელით. მშობლებმა მეტი ყურადღება მიაქციეთ შვილის განათლებას. შეიძლება ოჯახში გენიოსი გეზრდებათ, თქვენ კი მას სათანადო ყურადღებას არ აქცევთ.
კირჩხიბი
ჯერ საკუთარ თავს დაუმტკიცეთ, რომ პატივსაცემი ადამიანი ხართ და შემდეგ გარშემო მყოფებს. კარგი დღეა საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად, საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
ლომი
საქმეებისა და განწყობის მიუხედავად, ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. პირიქით, შეხვდით მეგობრებს, იმხიარულეთ, დაესწარით წარმოდგენებს, გამოფენებს.
ქალწული
დღეს ჩვეულებრივზე მეტად გულუხვი იქნებით და საკუთარ თავისაც გაახარებთ საყიდლებით და გარშემო მყოფებს – საჩუქრებით.
სასწორი
ცხოვრების თავიდან დაწყების შანსი მოგეცემათ, მაგრამ გახსოვდეთ, ცვლილებები საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოთ. გამოასწორეთ ურთიერთობა პარტნიორთან. ნუ გადადებთ ცვლილებებს. შეგიძლიათ ექსპერიმენტი ჩაატართ და თუ შედეგით უკმაყოფილო იქნებით, უარი თქვით მასზე.
მორიელი
უნდა დაძლიოთ სიმორცხვე. სითამამე საქმიან პარტნიორთანაც გამოგადგებათ და სასიყვარულოსთანაც. საკუთარ თავთან განმარტოვდით (სასურველია ბუნებაში) და ეცადეთ ის უარყოფითი თვისებები გამოასწოროთ, რაც გარშემო მყოფებს თქვენში რ მოსწონთ.
მშვილდოსანი
კოლეგებთან ან მეგობრებთან ერთად მხიარული წვეულება გელით, სადაც საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და საკუთარ თავსაც საუკეთესო კუთხით წარმოაჩენთ.
თხის რქა
თქვენი წარმატება სწორი კურსის არჩევანზეა დამოკიდებული. ეცადეთ, გარშემო გამოცდილი და ერთგული ადამიანები შემოიკრიბოთ. აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ კონკურენტებსაც.
მერწყული
დღეს იმაზე მეტს იმუშავებთ, ვიდრე გქონდათ დაგეგმილი და იმაზე მეტ თანხას დახარჯავთ, ვიდრე ვარაუდობდით. თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას, იყავით მეტად ყურადღებიანი და ფრთხილი.
თევზები
შეიძლება თქვენ საქმეებში უხეშად ჩაერიონ, მაგრამ თქვენ რთულ სიტუაციაშიც კი კეთილშობილურად უნდა მოიქცეთ. არ დაარღვიოთ კანონი და არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა.