კურო
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. საოჯახო საქმეები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ და მოაგვარეთ. კარგია არომათერაპია, მედიტაცია. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
ტყუპი
ახალი ბიზნესის დაწყება და ხელშეკრულებების გაფორმება სხვა დღეს გადადეთ. ეცადეთ, დღეს არ იბუზღუნოთ და იწუწუნოთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.
კირჩხიბი
კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. თქვენი საყვარელი ადამიანი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს, რათა თქვენ თავი ბედნიერად იგრძნოთ. დაიწყეთ ვიტამინებისა და მინერალების მიღება.
ლომი
დილიდან შეიქმენით დადებითი განწყობა. მოერიდეთ ფინანსურ ავანტიურას. კარგად დაფიქრდით, სანამ ახალ საქმეს წამოიწყებთ. მოულოდელი შეხვედრა დიდი ხნით დაგამახსოვრებთ თავს.
ქალწული
ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს დაუფიქრებლად. ნუ იქნებით გაღიზიანებული და ამის გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. მოერიდეთ ახალგაცნობილებთან შეხვედრას.
სასწორი
ყურადღება მიაქციეთ დეტალებს, მარშრუტებს, ინსტრუმენტებსა და მეთოდებს. ახალი ნაცნობობა ან რომანტიკულ, ან მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზრდება.
მორიელი
თუ რაღაც არ მოგწონთ, ნუ დაიწყებთ ახალ პროექტზე მუშაობას, ნუ გადახვალთ ახალ სამსახურში. საღამო უფროს თაობაზე ზრუნვას დაუთმეთ. არ გაართულოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
მშვილდოსანი
არ იზარმაცოთ, იმუშავეთ საკუთარი კეთილდღეობისთვის არავის ანდოთ საკუთარი საქმეები. მოამზადეთ ახალი გეგმა, პროექტი. უსაფუძვლო ეჭვიანობის გამო ნუ გაიფუჭებთ ურთიერთობას მეუღლესთან.
თხის რქა
ნუ აჩქარდებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, საბუთებზე ხელის მოწერისას. მოერიდეთ კონფლიქტს ნათესავებთან. გაფრთხილდით, სასიყვარულო თავგადასავალი გაუგებარ სიტუაციაში არ გადაიზარდოს.
მერწყული
კარგი დღეა სამომავლო გეგმის შესადგენად, პრიორიტეტებში ჩამოსაყალიბებლად. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. დიდი ხნის უნახავ მეგობართან გელით შეხვედრა.
თევზები
გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მოსალოდნელია მივლინება. მუშაობისას მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. მეტი დრო გაატარეთ მეუღლესთან და შვილებთან ერთად.