კურო
მეტად გამოავლინეთ დისციპლინა მუშაობისას. განსხვავებული აზრისა და გემოვნების გამო მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საღამოს ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას შეძლებთ.
ტყუპი
სწორად გადაანაწილეთ დრო. კრიტიკულად შეაფასეთ თქვენი საქმეები. მოსალოდნელია ფულის ხარჯვა საოჯახო ნივთების შეძენაზე, სწავლაზე ან გართობასა და დასვენებაზე. ახალი საქმეები საღამოსკენ დაიწყეთ. დაგისტაბილურდებათ პირადი ცხოვრება.
კირჩხიბი
მიმდინარე საქმეების მიმართ მეტი ყურადღება გმართებთ. გამონახეთ დრო ბინის მოსაწყობად, ყვავილების მოსავლელად, ესთეტიკური საქმიანობისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. საღამოს გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
ლომი
დღის პირველი ნახევარი რუტინულ საქმეებს დაუთმეთ. შუადღიდან ენერგიის მომატებას იგრძნობთ და მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. წარმატებული დღე ელით აგვისტოში დაბადებულებს. აიმაღლებთ ავტორიტეტს გარშემო მყოფებში, გაგიუმჯობესდებათ პირადი ცხოვრება.
ქალწული
დილით მოთმინებით აღიჭურვეთ. შეიძლება გარშემო მყოფებმა თქვენი მოთმინებიდან გამოყვანა მოინდომონ. საქმეებში წარმატება გელით. სწორად შეაფასეთ მოვლენები. შეეხმიანეთ მეგობრებს.
სასწორი
ყურადღებით იყავით, განსაკუთრებით დილით. შეიძლება საქმეები ისე არ წარიმართოს, როგორც გსურდათ. მოერიდეთ უთანხმოებას მშობლებთან, უფროსთან, განსაკუთრებით ოქტომბრის შუა რიცხვებში დაბადებულები. შემოქმედებითი საქმიანობით ან ბიზნესით გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.
მორიელი
დილას მეტად დაისვენეთ. ახალი საქმეები შუადღიდან დაიწყეთ. მოიმატებს მგრძნობიარობა და ემოციურობა. თუ გაქვთ მიზანი, საღამოს დაიწყეთ მისი განხორციელება და ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდებით. საღამო საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გაატარეთ.
მშვილდოსანი
მოთოკეთ ემოციები და დაკვირვებულად მოაგვარეთ საქმეები. ხშირად შეეხმიანეთ და გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან. საღამოსკენ ენერგიის მომატებას იგრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები, დაიწყოთ ახალი საქმეები.
თხის რქა
პარტნიორები თავიანთი გადაწყვეტილებით გაგაკვირვებენ. სიტუაცია თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. გაიუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობა. შუადღის შემდეგ მოაგვარეთ საბინაო საკითხები, დაიწყეთ ახალი საქმეები, მათ შორის რთული, სარისკო.
მერწყული
დილა საოჯახო საქმეებს, მშობლებზე, ოჯახის წევრებზე ზრუნვას დაუთმეთ. კოლეგებთნ და პარტნიორებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატიურობა. საღამოს გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.
თევზები
დილა შემოქმედებით, ესთეტიკურ საქმიანობას, დასვენებას დაუთმეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. შუადღიდან ენერგიის მომატებას იგრძნობთ და დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. საღამოს რთულ საქმეებსაც მარტივად გაართმევთ თავს.