ავტორი:

5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

5 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 17:22-ზე, მთვარე ლომშია

მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება, დიდხანს ისეირნეთ. გაამდიდრეთ რაციონი ჩირით, მწვანილით.

ვერძი

ნივთების მოწესრიგება მოგანიჭებთ სიამოვნებას და საშუალებას მოგცემთ მოიცილოთ ბევრი არასაჭირო და მოძველებული. უფრო მეტად ესაუბრეთ თქვენზე უფროს ადამიანებთან.

კურო

დილიდანვე მოგინდებათ მნიშვნელოვანი და სასარგებლო საქმეების გაკეთება. არ დაუშვათ შეცდომები ან დაძაბულობა კოლეგებთან კომუნიკაციაში. არ მიიღოთ სარისკო შეთავაზებები.

ტყუპი

დღეს შეგიძლიათ მრავალი რთული საკითხის მოგვარება. მხოლოდ საკუთარმა სიზარმაცემ შეიძლება ხელი შეგიშალოთ, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში უნდა ებრძოლოთ. სუფთა ჰაერზე გასეირნება გაგაძლიერებთ.

კირჩხიბი

განწყობა შეიძლება გაიფუჭოთ გეგმების დარღვევით ან ვინმესთან ჩხუბით. არ დაუშვათ მცირე ინციდენტებმა გავლენა მოახდინოს თქვენს განწყობაზე. აკონტროლეთ თქვენი ხარჯები.

ლომი

გაატარეთ დრო რაციონალურად, ნუ დაკარგავთ მას უსარგებლო საქმეებსა თუ საუბრებში. დღეს გელით საინტერესო შეხვედრები მნიშვნელოვან ადამიანებთან.

ქალწული

შესაძლოა გარემოებები თქვენს წინააღმდეგ იყოს, ამიტომ ნებისყოფა დაგჭირდებათ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს საქმიან პარტნიორებს ან კოლეგებს: შესაძლოა, ერთ-ერთ მათგანთან რომანი დაიწყოთ.

სასწორი

ინდივიდუალურად მუშაობით შეძლებთ თავისუფლად მართოთ თქვენი დრო და უკეთ დაგეგმოთ საქმეები. განწყობას სპორტი ან ჰაერზე სეირნობა აგიმაღლებთ. იყავით მომთმენი თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ.

მორიელი

არ გაგიჭირდებათ თანამოსაუბრის საკუთარ სიმართლეში დარწმუნება. კარგი დროა რომანტიკული ურთიერთობის დასაწყებად. შესაძლებელია დამატებითი შემოსავლის მიღება.

მშვილდოსანი

დღეს უნდა მოუსმინოთ შინაგანი ხმას. გააკეთეთ მხოლოდ ის, რაც მოგწონთ და მოაქვს დადებითი ემოციები. დიდ მნიშვნელობას ნუ ანიჭებთ წვრილმან უმნიშვნელო დეტალებს: ეს ართულებს მთელი სიტუაციის დანახვას.

თხის რქა

ემოციურად დაძაბული დღეა მოსალოდნელი. დრო და ენერგია უნდა დახარჯოთ სხვა ადამიანების კონფლიქტების მოსაგვარებლად, ოჯახში არსებული უთანხმოების მოსაგვარებლად. უფროსი ნათესავები დაგეხმარებიან საინტერესო იდეის განხორციელებაში.

მერწყული

სიმშვიდე და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ კარგი დღე გაატაროთ და ყველაფერი დაგეგმილი შეასრულოთ. დაფიქრით, რა უნდა შეიცვალოს, რომ ცხოვრება უფრო სასიამოვნო და ადვილი გახდეს.

თევზები

დღე ხელსაყრელია თქვენი ნიჭის გამოვლენისა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობის გასამყარებლად. თქვენი მშვენივრად ესმით, მხარს გიჭერენ და კომპლიმენტებით განებივრებენ. დღეს გაცნობილი ადამიანი გამოგადგებათ უახლოეს მომავალში.