კურო
სასწრაფო საქმეებს დღის პირველი ნახევარი დაუთმეთ. როცა მთვარე თქვენს ნიშანში გადავა, გადახედეთ თქვენს მოთხოვნებს, სურვილებს და დაიწყეთ მათი შესრულება. საღამო კარგია როგორც საქმიანი, ასევე სასიყვარულო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
ტყუპი
ნუ განმარტოვდებით, მეტი დრო დაუთმეთ კოლეგებთან თათბირს. დროულად დაიწყეთ მივიწყებულ პროექტებზე მუშაობა. დღის მეორე ნახევარი ფინანსური საკითხების მოგვარებას დაუთმეთ.
კირჩხიბი
დილით, სისწრაფეში რამე მნიშვნელოვანი არ გამოგრჩეთ. დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები. ადვილად შეძლებთ უფროსთან საერთო ენის გამონახვას. საღამოს მეგობრებს ან საყვარელ ადამიანს გემრიელი ვახშამით გაუმასპინძლდით.
ლომი
დილით მოაწესრიგეთ საქმიანი ქაღალდები და ფინანსური საკითხები. წინ ახალი გეგმები გელით, ამიტომ გათავისუფლდით ძველი საქმეებისგან. დღის მეორე ნახევარი კარგია შეხვედრების, ინფორმაციების გაცვლისა და მგზავრობისათვის.
ქალწული
მოსალოდნელია ახალი ეტაპის დაწყება როგორც სასიყვარულო, ასევე საქმიან სფეროში. მეტი ყურადღება მიაქციეთ ინფორმაციებს. ნუ გაჯიუტდებით. უმჯობესია, რაღაც დათმოთ, რათა მომავალში უფრო მეტი მიიღოთ. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ; მეტი ყურადღება გმართებთ სასიყვარულო პარტნიორის მიმართ.
სასწორი
მოერიდეთ არაფრისმომცემ საუბრებს; გადაღლას. საქმეები კოლეგებსაც გადაუნაწილეთ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
მორიელი
მზად იყავით დამატებითი სამუშაოსა და ვალებულებების შესასრულებლად. მაქსიმალურად მობილიზებულად იმუშავეთ, ნუ იჩქარებთ ახალი საქმეების დაწყებას, თუ ძველები არ გაქვთ დასრულებული. საღამოს შეიძინეთ საოჯახო ნივთები, მიიპატიჟეთ სტუმრები.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ყველა საქმისგან, შეხვედრისგან მაქსიმალური სარგებელი მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში მოაწესრიგეთ სამუშაო ადგილი, ძველი საქაღალდეები. შეიძლება ბევრ საინტერესო საბუთს, ნივთს გადააწყდეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.
თხის რქა
მნიშვნელოვანი საქმეები შუადღის შემდეგ დაგეგმეთ. მანამდე მოაწესრიგეთ საბუთები; შეასრულეთ საოჯახო საქმეები. კარგი დღეა კულტურული ღონისძიებებისთვის. საღამო შემოქმედებით საქმიანობას, აქტიურ დასვენებას, სეირნობას დაუთმეთ.
მერწყული
ნუ აჩქარდებით, მშვიდად, დაკვირვებულად იმოქმედეთ. მნიშვნელოვანი ღონისძიებები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. საღამო საოჯახო და სანათესავო საკითხების მოგვარებას დაუთმეთ.
თევზები
მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. კარგი დღეა მიმოწერისთვის; განახორციელეთ მნიშვნელოვანი ზარები. საღამოს სასიამოვნო სიახლეებს გპირდებათ. კარგი პერიოდია ინტელექტუალური გასართობისა და ურთიერთობისთვის.