ავტორი:

5 ზოდიაქო, რომელსაც 2020 წელი უამრავ სურპრიზს უმზადებს - გაიგეთ, ხართ თუ არა მათ შორის

5 ზოდიაქო, რომელსაც 2020 წელი უამრავ სურპრიზს უმზადებს - გაიგეთ, ხართ თუ არა მათ შორის

ყოველი ახალი წელი უდიდეს სიხარულთან, მრავალი ბედნიერი დღის მოლოდინთან, სიახლეებთან, წარმატების სურვულთან, პირადი ცხოვრების გაუმჯობესებასთან თუ უამრავ დადებით ემოციასთანაა დაკავშირებული... სწორედ ამ ემოციებით ველოდებით თითოეული ჩვენგანი 2020 წლის დადგომას.

აღ­მო­სავ­ლუ­რი ჰო­როს­კო­პის მი­ხედ­ვით, 2020 წელს თეთ­რი ვირ­თხის წე­ლი­წა­დის შე­მობ­რძა­ნე­ბას ვე­ლო­დე­ბით. ვირ­თხა აღ­მო­სავ­ლურ ჰო­როს­კოპ­ში პირ­ვე­ლი ნი­შა­ნია. სა­ინ­ტე­რე­სოა, რას გვპირდება იგი.

2020 წელი ისევე, როგორც სხვა წლები უამრავ სიახლეს უმზადებს თითოეულ ადამიანს, თუმცა არიან ადამიანები, რომელთათვისაც მოცემული წელიწადი უამრავი სურპრიზის, წარმატებების, წინსვლის მომტანი იქნება...

მაშ ასე, იხილეთ იმ ზოდიაქოების ჩამონათვალი, რომლებსაც 2020 წელი უამრავ სურპრიზს უმზადებს:

1. ქალწული - შეიძლება ითქვას, რომ ქალწული ზოდიაქოს ის ნიშანია, რომელსაც 2020 წელს ყველაზე მეტად გაუმართლებს. ახალ ძალებს, მოზღვავებულ ენერგიას, სიახლეებთან შერკინების სურვილს ისინი ახალი წლის დადგომასთან ერთად იგრძნობენ. მათ შესაძლებლობებს საზღვარი არ ექნება. 2020 წელი არაჩვეულებრივი პერიოდია კარგად დაფიქრებისათვის, საკუთარ თავში ახალი ძალების აღმოსაჩენად, რაც თქვენივე მომავლის განსაზღვრის საშუალებას მოგცემთ. არაჩვეულებრივი პერიოდი გიდგათ კარიერის კუთხითაც, დროა ახალი საქმე წამოიწყოთ და თავი დააღწიოთ რუტინას. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დროა გააქტიურდეთ, რადგან 2020 წელი უამრავ შანსს გთავაზობთ, მთავარია ყურადღებით იყოთ და შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

2. მორიელი - რა შეიძლება ვთქვათ მორიელზე, მისთვის ხომ ყოველი წელი ისედაც სურპრიზებით, სიახლეებით, თავგადასავლებითაა სავსე. ამ ყველაფრის შემოქმედი კი, რაღა თქმა უნდა, თავადაა. 2020 წელი მორიელისთვის კარიერული წინსვლის პერიოდია, ერთადერთი, რაც გმართებთ ყურადღებით ყოფნაა, რადგან ხშირად მოექცევით ისეთ სიტუაციებში, სადაც წამიერი ყურადღების მოდუნება (რაც მორიელს არ სჩვევია) და მარცხი გარდაუვალი იქნება. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ამ კუთხით უამრავი თავგადასავალი გელით, თუმცა 2020 წელი არაჩვეულებრივი პერიოდია, კარგად დაფიქრდეთ, არჩევანი გააკეთოთ და ბოლოს და ბოლოს არჩევანი შეაჩეროთ სტაბილურ პარტნიორზე, რადგან დამდეგი წელი მორიელებისთვის ოჯახის შესაქმნელად არაჩვეულებრივი პერიოდია.

3. ლომი - პირდაპირ შეიძლება ვთქვათ, რომ ლომებისთვის წარმატების ხანა დადგა, როგორც კარიერული, ისე პირადი ცხოვრების კუთხით. რა მიზანი შეიძლება დაისახოს ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულმა ადამიანმა, რომელსაც იგი 2020 წელს ვერ მიაღწევს?! ერთადერთი, რაც მას მოუწევს, საკუთარი შესაძლებლობების, ძალების აღიარება, დაჯერება და წარმატებაც გარანტირებული აქვს. შესაძლოა რაღაც ეტაპზე ლომს საკუთარ ძალებში ეჭვი შეეპაროს, სწორედ ამ დროს გჭირდებათ ყურადღების მობილიზება, რადგან საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობამ შესაძლოა დიდ მომავალზე გათქმევინოთ უარი. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, დამდეგი წელი საშუალებას მოგცემთ ბოლოს და ბოლოს იპოვოთ სტაბილური პარტნიორი, ხოლო ვისაც უკვე გვერდით გყავთ მეორე ნახევარი, დროა დაოჯახებაზე იფიქროთ. წაიკითხეთ სრულად

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ კირჩხიბებს - 2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ ტყუპებს - 2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

რა ელით სხვადასხვა წელში დაბადებულ კუროებს - 2020 წლის აღმოსავლური ჰოროსკოპი