ავტორი:

6-12 ივნისი ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

6-12 ივნისი ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

ვერძი

საინტერესო მოვლენებით დატვირთული კვირა გელოდებათ: შეხვედრებისა და გადაადგილების; ეს შეიძლება იყოს მივლინება, ქალაქგარეთ მგზავრობა. დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. გამონახეთ დრო პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად, პაემნებისა და რომანტიკული სიურპრიზებისთვის. უქმეებზე არ გარისკოთ.

კურო

დაკვირვებით მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. პრაქტიკული საქმეები შეასრულეთ, რაც კეთილდღეობას მოგიტანთ. კარგი იქნება, თუ დაიწყებთ ვარჯიშს. მოგინდებათ ბინის კეთილმოწყობა, ძვირფასი ნივთების შეძენა. იყავით მზად საინტერესო შეხვედრებისთვის.

ტყუპი

მეგობრული და საქმიანი შეხვედრების კვირაა. იყავით მომართული საკუთარი ცხოვრების, იმიჯის გაუმჯობესებაზე; აგრეთვე, პირადი ცხოვრების. მოიმატებს თქვენი პოპულარობა გარშემო მყოფებში. იოლად მოიძიებთ საჭირო ინფორმაციას, ადამიანებს. თამამად დაიწყეთ ახალი საქმეები.

კირჩხიბი

თავს შეზღუდულად, იზოლირებულად იგრძნობთ. მოიძიებთ საინტერესო და საიდუმლო ინფორმაციებს. გადახედეთ ძველ ფოტოალბომს, შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს. კარგი იქნება, თუ გაიხსენებთ ძველ ჰობის, განახორციელებთ შემოქმედებით იდეებს. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას კანონმდებელ ორგანოებთან.

ლომი

გადახედეთ თქვენს მიზნებს, სურვილებს, ვისთან ერთად შეძლებთ მათ განხორციელებას. ყური დაუგდეთ მეგობრების, თანამოაზრეების რჩევებს. გახშირდება გადაადგილება საქმიანი და პირადი საკითხების გამო. საუკეთესო დროა საზოგადოებრივ საქმიანობაში გასააქტიურებლად; თეატრალურ წარმოდგენებში მონაწილეობის მისაღებად.

ქალწული

სასიამოვნო ცვლილებები გელოდებათ კარიერაშიც და პირად ცხოვრებაშიც. არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება მოგიწევთ და შეიძლება ორიგინალურ პროექტებში ჩაერთოთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა მეტად რომანტიკული გახადეთ. არ გირჩევთ ფულის დაბანდებას სარისკო საქმიანობაში, არც ფულის გასესხებას.

სასწორი

კარგი კვირაა ოფიციალური დოკუმენტების გასაფორმებლად; სახელმწიფო ინსტანციებში საქმეების მოსაგვარებლად. შუა კვირაში მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ მგზავრობისას ან ინტერნეტით. შეიძლება უცხოეთიდან მიიღოთ საინტერესო შემოთავაზება.

მორიელი

ახალი პროექტები ერთგულ პარტნიორებთან ერთად დაიწყეთ. მოაწესრიგეთ საქმეები, დოკუმენტები; განსაკუთრებით ფინანსური საბუთები. მეტი დრო დაუთმეთ განწყობის, გაუმჯობესებას. რომანტიკული გახადეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან. უქმეებზე მოერიდეთ ექსტრიმს, რისკს.

მშვილდოსანი

საქმიანი და სასიყვარული შეხვედრების კვირა გელოდებათ. იყავით დაკვირვებული ახალი ხელშეკრულებების გაფორმებისას, ახალი პროექტების დაწყებისას. საყვარელ ადამიანთან ერთად დაესწარით კულტურულ ღონისძიებებს. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ საინტერესო, არაორდინარულ ადამიანთან.

თხის რქა

ვალდებულებებით დატვირთული კვირა გელოდებათ - სახლშიც და სამსახურშიც. თუ დამხმარეს აყვანა გადაწყვიტეთ (ძიძა, მძღოლი), საიმედო და გამოცდილი ადამიანი შეარჩიეთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება კოლეგებთან, ვისთან ერთადაც აპირებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ძალების აღდგენას.

მერწყული

ახალი პროექტების, შემოქმედებითი იდეების განხორციელების დრო დაგიდგათ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა გელოდებათ, ფლირტი შეიძლება რომანში გადაიზარდოს. მეტი მზრუნველობა გმართებთ ბავშვების მიმართ. მეუღლესთან ერთად იზრუნეთ ბინაში კომფორტის შექმნაზე.

თევზები

აქტიურად ჩაერთეთ საოჯახო საქმეებში; კარგი პერიოდია უძრავი ქონების შესაძენად, მემკვიდრეობის მისაღებად. მოაწყვეთ ოჯახური დღესასწაული. მეტად იზრუნეთ მათზე, ვისაც უყვარხართ; ღიად გამოხატეთ თქვენი გრძნობები. ზოგიერთმა შეიძლება სახლიდან გადაწყვიტოთ მუშაობა ან საოჯახო ბიზნესში ჩაერთოთ.