6 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრამდე - მერკური მორიელში იქნება - რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავფიქრდეთ და ოსტატურად ავაგოთ მრავალსაფეხურიანი კომბინაციები ჩვენს თავში. ეს შესანიშნავი დროა ინტელექტუალური კვლევისა და ანალიტიკური სამუშაოსთვის. თუმცა, ეს პერიოდი არ არის იდეალური ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. მერკურის ამ პოზიციის დროს მიდრეკილნი ვიქნებით სხვების კონტროლისკენ და გარკვეული სიტუაციების ზედმეტად დრამატიზაციისკენ. ამ ასტროლოგიურ მოვლენაზე ვრცელი სტატია დევს საიტზე და შეგიძლიათ გაეცნოთ.
7 ოქტომბერს, 07:47-ზე სავსემთვარეობა გველოდება ვერძის ზოდიაქოში , რაც სამხედრო საკითხებში შედეგებს მოიტანს. ზოგიერთი საკითხი საბოლოოდ გაირკვევა. ეს დრო ნაკლებად ეხება მოქმედებას, უფრო მეტად საუბარს. კონტაქტები, კომუნიკაცია და ინფორმაციის ნაკადი ხშირია. სავსემთვარეობა არის დასრულების, შედეგის მიღების დრო. გარდა ამისა, ემოციური, ფეთქებადი დღეა და სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ.
8 ოქტომბრიდან 13 ოქტომბრამდე - ვენერა დაძაბულ ასპექტებს ქმნის სატურნთან და ნეპტუნთან - ეს იქნება გამოწვევებით სავსე პერიოდი ხელოვნებისა და შემოქმედების სფეროს წარმომადგენლებისთვის. ეს არის გრძნობების გაგრილების და ხშირად სიყვარულში იმედგაცრუების პერიოდი. მნიშვნელოვანია ამის გათვალისწინება საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში, რათა თავიდან აიცილოთ შეცდომების დაშვება.
10-დან 17 ოქტომბრამდე პლუტონი რეტროგრადული სვლიდან დაიწყებს გამოსვლას . შეგვიძლია დავიწყოთ ექვსი თვის წინ დასახული მიზნების განხორციელება. თუ ამ დროის განმავლობაში, არაერთხელ გადავხედეთ და დავხვეწეთ ისინი. ახლა გვაქვს მკაფიო წარმოდგენა, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ იმ საკითხების გადაჭრისას, რომლებიც გვაწუხებს.
მშვიდ კვირას გისურვებთ!