* საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფილქტისგან.
* არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ;
* კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად.
* მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს.
* მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ.
* კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება.
* ამ დღეს დაბადებული ადამიანი ბედნიერი და მდიდარი იქნება, მაგრამ არ უნდა იყოს ამაყი და არ უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.
* მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია – თევზი და ბოსტნეული.
* თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან.
* თმის შეჭრა ბედნიერებასა და სიხარულს მოგიტანთ.
* დღის გაფრთხილება: თუ სიზმარში ან ცხადში ელვას დაინახავთ, სიამაყე და პატივმოყვარეობა უნდა შეამციროთ. ხოლო თუ ქუჩაში გამოსული პირველივე შემხვედრი ჩანთებით იქნება დატვირთული, ე.ი. ცხოვრებაში სწორი გზით მიდიხარ.
* ამ დღის ქვებია: ყვითელი ნეფრიტი, ჟადეიტი და ქრიზოპრაზი.
სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე თევზებში
* მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, გასაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას.
* არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე.
* გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
* ჩაიტარეთ წყლის პროცედურები, ამ დღეს რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.