კურო
დღეს აქტიურად მოგიწევთ სხვა ადამიანების ცხოვრებაში ჩარევა, რჩევების მიცემა, ზოგჯერ მათ ნაცვლად საქმეების შესრულება. ეცადეთ, საკუთრი გამოცდილება და ცოდნა სხვებსაც გაუზიაროთ.
ტყუპი
გაფრთხილდით, რათა გარშემო მყოფებმა კონფლიქტში არ ჩაგითრიონ.
კირჩხიბი
მეგობრების მიპატიჟებაზე უარი არ თქვათ; საინტერესო ადამიანებთან ნაცნობობა და დროის სასიამოვნოდ გატარება გელით.
ლომი
ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. პირიქით, შეეხმიანეთ ახლობლებს, შეხვდით მეგობრებს. მათგან შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაციები მოიპოვოთ.
ქალწული
მაქსიმალურად შეიკავეთ თავი არ ჩაერიოთ კონფლიქტში, სხვის საქმეებში, ნუ გახდებით ურთიერთობის გარჩევის ინიციატორი.
სასწორი
სიურპრიზი და საჩუქარი გელით. შეიძლება ნაცნობმა ადამიანმა გაგაბედნიეროთ ან სრულიად ახალი პიროვნება გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში.
მორიელი
კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად; გარდერობის გასაახლებლად. საინტერესო ადამიანებთან შესახვედრად, მათთან საერთო საქმეების საწარმოებლად. გამოიყენეთ ეს შანსი, რადგან დღეს დაწყებული საქმეები მნიშვნელოვან ცვლილებებს გპირდებათ, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე, სამსახურის საქმეებში.
მშვილდოსანი
შანსი მოგეცემათ გარშემო მყოფებს დაუმტკიცოთ თქვენი უპირატესობა, წარმოაჩინოთ თქვენი ნიჭი და დაეხმაროთ მათ რთული საქმეების მოგვარებაში.
თხის რქა
ეს დღე გზასთან არის დაკავშირებული. შეიძლება თავად მოგიწიოთ გამგზავრება, ან ოჯახის წევრის, კოლეგის გამგზავრებამ მოგიწიოთ. ასევე მოსალოდნელია, სტუმრის დახვედრა.
მერწყული
დღეს გარშემო მყოფთა საქმეების მოგვარება, მათზე ზრუნვა მოგიწევთ. ეცადეთ, მათ სასიამოვნოდ დაამახსოვროთ თავი.
თევზები
თუ არ გსურთ, რომ გარშემო მყოფებს თქვენზე ცუდი წარმოდგენა შეექმნათ, თქვენ გარშემო ინტრიგები და ჭორები დაიხლართოს, მაქსიმალურად გახსნილი უნდა იყოთ და ყველა კითხვაზე დაუფარავი პასუხი გასცეთ.