კურო
მეტად დაისვენეთ სამსახურის საქმეებისგან და საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ. ზოგიერთს დროის გატარება მეგობრებთან, საყვარელ ადამიანთან მოუნდება.
ტყუპი
დილიდან კარგ განწყობაზე იქნებით. მოერიდეთ ტყუილებს, აფერისტობას. შეამცირეთ ცნობისმოყვარეობა. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი.
კირჩხიბი
დღეს თავისუფლება, ტრადიციებისა და წესების წინააღმდეგ გალაშქრება მოგინდებათ. რომანტიკულ-ამაღლებული განწყობაზე ხართ და ეცადეთ, შეცდომები არ დაუშვათ.
ლომი
დილით დაასრულეთ დაწყებული საქმეები, რათა მეტი დრო დაგრჩეთ დასვენებისა და ფიქრისთვის. ზოგიერთი დიდი ხნის უნახავ ახლობლებს შეეხმიანება. ზოგიც ძველ ალბომებს დაათვალიერებს.
ქალწული
თუ ვინმეს დახმარება გსურთ, დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. საღამო ოჯახთან ერთად გაატარეთ. გაფრთხილდით, შეიძლება ვიღაცამ ორმაგ თამაშში აგიყოლიოთ.
სასწორი
გათავისუფლდებით უსიამოვნო საქმეებისა და მომაბეზრებელი კავშირებისგან. გარშემო მყოფების მიმართ მეტად დელიკატური და მზრუნველი უნდა იყოთ.
მორიელი
დილა დასვენებას, გამოძინებას დაუთმეთ. ოჯახის წევრებთან ერთად მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. ზოგიერთი ძველ ჰობის გაიხსენებს, შემოქმედებით იდეებს განახორციელებს.
მშვილდოსანი
ნუ გაემგზავრებით შორს. გახსოვდეთ, რომ შინ საოჯახო საქმეები და ნათესავები გელოდებიან. ზოგიერთს სენტიმენტალურობა შემოუტევს. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.
თხის რქა
დილა საქმეების მოგვარებას დაუთმეთ, რომ საღამო საყვარელ ადამიანებთან ერთად მშვიდ გარემოში გაატაროთ. გულის გადაშლა თუ მოგინდებათ, ეცადეთ, გვერდით ერთგული ადამიანი გყავდეთ.
მერწყული
მოერიდეთ ინიციატივის გამოვლენას. მშვიდი საქმეები შეასრულეთ. კარგი დღეა დასვენებისა და ოცნებისთვის. აგრეთვე, შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. ზოგიერთს მუსიკა გაუუმჯობესებს განწყობას.
თევზები
დილით გამოიძინეთ. გაგიმძაფრდებათ ინტერეს საიდუმლოებებისადმი. შეიძლება მეგობრების ცხოვრებით ან სოციალური ქსელებით დაინტერესდეთ. საღამო ახლობლებთან ერთად გაატარეთ.