სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 15:50-ზე, მთვარე კუროშია
დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
ვერძი: ყურადღება მიაქციეთ კარიერული და ფინანსური საკითხების მოგვარებას. უფროსებთან ურთიერთობაში რეკომენდებულია პირადი ინიციატივისგან თავის შეკავება და გეგმის მკაცრი დაცვით მოქმედება.
კურო: მოერიდეთ უკანონო ქმედებებს და არ დაუკავშირდეთ საეჭვო ადამიანებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს იურიდიული გართულებები და უარყოფითად იმოქმედოს თქვენს რეპუტაციაზე.
ტყუპი: სამსახურში უნდა იყოთ დიპლომატიური და კომუნიკაბელური. ეს დაგეხმარებათ უფრო იოლად დაძლიოთ სირთულეები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. იყავით მის მიმართ მზრუნველი.
კირჩხიბი: სახლშიც და სამსახურშიც მოიცილეთ ზედმეტი და არასაჭირო ნივთები. განიხილეთ ახალი იდეები კოლეგებთან. მათგან გულწრფელ მხარდაჭერას იგრძნობთ.
ლომი: სამსახურში დოკუმენტებთან მოგიწევთ მუშაობა. მეტი დრო დაუთმეთ პრაქტიკული საკითხების მოგვარებას. საღამო მშვენიერი დროა რომანტიული ნაცნობებისთვის.
ქალწული: მეტი დრო დაუთმეთ ოჯახური და მატერიალური საკითხების მოგვარებას. არ დაივიწყოთ უფროსი ნათესავები, მშობლები. იზრუნეთ მათზე, ჰკითხეთ, სჭირდებათ თუ არა თქვენი დახმარება.
სასწორი: მიიღებთ სასარგებლო გამოცდილებას და გააფართოებთ თქვენს სამეგობრო წრეს. საღამოს არ არის გამორიცხული კონფლიქტური სიტუაციები და გაუგებრობები საყვარელ ადამიანთან.
მორიელი: არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო ან პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე, ნერვული სისტემის გადატვირთვაზე.
მშვილდოსანი: საქმეებში წარმატება დამოკიდებული თქვენს ინიციატივასა და ენერგიულობაზე. თუ ზოგიერთი შეკითხვა ბოლომდე გასაგები არ არის თქვენთვის, ნუ მოგერიდებათ რჩევა ჰკითხოთ მცოდნე ადამიანებს.
თხის რქა: მარტოობაში თავს ყველაზე კომფორტულად იგრძნობთ. არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.
მერწყული: კარგი დღეა სოციალური წრის გაფართოებისთვის, პიროვნული განვითარებისა და სწავლისთვის. მთელი ფიქრებით მომავალზე იქნებით ორიენტირებული. განიხილეთ ახალი იდეები კოლეგებთან ერთად.
თევზები: სასურველი მიზნების მიღწევას შეძლებთ, თუ იმოქმედებთ გააზრებულად და თანმიმდევრულად. შეიძლება დაგეხმაროთ ავტორიტეტული ადამიანი. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა;