6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

კურო

მიუხედავად იმისა, რომ უამრავი საქმე დაგიგროვდათ მოსაგვარებელი, არ აჩქარდეთ, დაკვირებულად იმოქმედეთ. ხელმოწერამდე დოკუმენტები ყურადღებით წაიკითხეთ. გაფრთხილდით, საკვებმა არ მოგწამლოთ და მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

ტყუპი

გეგმები შეიძლება რამდენჯერმე შეგეცვალოთ; ყურადღებით იმოქმედეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მოერიდეთ წამლებისა და ალკოჰოლის მიღებას; კონფლიქტურ სიტუაციას, საქმეების გარჩევებს.

კირჩხიბი

ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ საქმეს, პასუხისმგებლობას. საღამოს სიურპრიზი, სასიამოვნო ამბები გელით. ახლობლებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

ლომი

მოერიდეთ ჭორებსა და ინტრიგებს. გაუფრთხილდით საკუთარ ნივთებს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ახალი ინტრიგა, მოერიდეთ საბოლოო დასკვნების გამოტანას.

ქალწული

დღე მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ ახალ იდეებს. არ დატოვოთ მოუგვარებელი საკითხები. პარტნიორებმა შეიძლება თქვენი მოტყუება სცადოს, ნუ გამოიტანთ ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს. ყველაფერი კარგად აწონ–დაწონეთ.

სასწორი

კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორცელებლად. განაახლეთ ოფისას ან სახლის ინტერიერი. საჭირო ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ არ გაამჟღავნოთ, დაელოდეთ მოვლენების განვითარებას. მოტყუებული რომ არ დარჩეთ, ყველას ნუ ენდობით.

მორიელი

დღეს ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, მხოლოდ განიხილეთ. საბუთების გაფორმება და საყიდლები სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ვალების გასასტუმრებლად. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად.

მშვილდოსანი

მოერიდეთ უსიამოვნო სიტუაციებს. გაფრთხილდით, არავინ მოგატყუოთ, არ გაეხვიოთ ინტრიგებში. კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობის დასაგეგმავად. კულტურული ღონისძიებისთვის.

თხის რქა

ისეთი საქმით დაკავდით, რაც სიამოვნებას მოგანიჭებთ, არ გადაღალოთ. მოერიდეთ ინტრიგებს, უსიამოვნო საუბრებს. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

მერწყული

ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. არაფერი მნიშვნელოვანი არ დაგეგმოთ. უმჯობესია, არ მიიქციოთ გარშემო მყოფთა ყურადღება. ახალი იდეების განხილვა–შესრულება სხვა დროისთვის გადადეთ.

თევზები

ნუ იქნებით ყველასთან გულახდილი. კარგად შეარჩიეთ მოსაუბრე, რომელსაც საიდუმლოს გაუმხელთ. გათავისუფლდით მავნე თვისებებისგან. მეტად დაისვენეთ, შეხვდით მეგობრებს.

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით

მთვარის ჰოროსკოპი: 31 ოქტომბერი

30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი, დასავლური ჰოროსკოპის მიხედვით