კურო
კარგი დღეა მგზავრობის, სწავლისა და მიმოწერისთვის. განსაკუთრებით სასიყვარულო. დღეს იმაზე მეტს იმუშავებთ, ვიდრე ვარაუდობდით, მაგრამ იმ დანაპირების ნახევარიც არ შესრულდება, რის იმედსაც გაძლევდნენ. საოჯახო საქმეების შესრულება და ახლობლებზე ზრუნვა გმართებთ.
ტყუპი
გაიჩინეთ ახალი მეგობრები, მაგრამ საიდუმლოებებს ნუ გაუმხელთ. ნუ გაანაწყენებთ იმ ადამიანებს, ვისაც თქვენი იმედი აქვთ. იყავით პუნქტუალური და მიზანსწრაფული.
კირჩხიბი
საქმეების მოსაგვარებლად შეიმუშავეთ ახალი სისტემა. გადაანაწილეთ საქმე თანამშრომლებზე. კარგი დღეა სპორტული დატვირთვისთვის, განსაკუთრებით ცურვისთვის. საღამოს მეგობრული საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ.
ლომი
დღე მშვიდად გაატარეთ. აუჩქარებლად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ ეცდებით გარშემო მყოფების პროვოცირებას. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. პირიქით, მაქსიმალურად დაეხმარეთ გარშემო მყოფებს.
ქალწული
იმდენი სამუშაო დაგიგროვდათ, რომ "თავით უნდა გადაეშვათ საქმეში". გაანალიზეთ და გადაამოწმეთ ყველა ინფორმაცია, დეტალი. საღამოს ახლობლები საქმითა და სიტყვით შეეცდებიან თქვენს დახმარებას.
სასწორი
დატვირთვის მიუხედავად მაინც იღბლიანი დღე გელით. მშვიდად და ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმე. შეიძლება რაღაცასთან განშორებამ მოგიწიოთ, ან წარსული დაბრუნდეს თქვენს ცხოვრებაში. დააკვირდით სიზმრებს.
მორიელი
საინტერესეო და უჩვეულო იდეები კოლეგებთან შეთანხმებით გაანალიზეთ. ყველა საკითხს შემოქმედებითად მიუდექით. მთვარე თევზებშია. ამიტომ, მოერიდეთ ემოციების გამომჟღავნებას. არავინ გაანაწყენოთ. ყურადღება მიაქციეთ ნიუანსებს.
მშვილდოსანი
მოლაპარაკებები, შეხვედრები გელით. მაქსიმალურად მშვიდად, ყველასთვის გასაგებად უნდა იმოქმედოთ. საღამოს მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრა. წვეულებაზე მოერიდეთ ალკოჰოლსა და გაუგებრობაში არ გაეხვიოთ.
თხის რქა
ემოციურად დაძაბული ხართ და ახლობლების დახმარებას საჭიროებთ. მოხდება ღირებულებათა გადაფასება. მოერიდეთ მკვეთრ, უხეშ მოქმედებებს. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შედეგს ვერ მიიღებთ, თუ ერთი საქმიდან მეორეზე გადახტებით.
მერწყული
დღეს კოლეგების ნაცვლადაც უნდა იმუშაოთ. მეტი დრო დაუთმეთ ინფორმაციის მოძიებას, გადამოწმებას. წარმატებით მოაგვარებთ საქმიან შეხვედრებს. ოჯახის წევრებისადმი ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი.
თევზები
მოთოკეთ ემოციები, რათა არ დაუშვათ შეცდომები. მშვიდად დააკვირდით მოვლენებს. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. მეგობრებთან შესახვედრად; საოჯახო საქმეების შესასრულებლად. გადახედეთ ელექტრონულ ფოსტას.