კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ.
ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს.
სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ.
უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები.
მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან.
არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
ამ დღეს დაბადებულ ადამიანს ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს და წარმატებასაც აღწევს.
მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია მიირთვათ რძე და რძის პროდუქტები.
თმისა და ფრჩხილების შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: რაუხტოპაზი, შავი ნეფრიტი.
მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 00:19
სამედიცინო რეკომენდაციები - მთვარე ვერძში
ამ დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კარგია დიეტა. მიირთვით ხილი, ბოსტნეული, მარცვლეული პროდუქტი.