6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის პირველი დღე დაიწყება 02:57-ზე, მთვარის მეორე დღე დაიწყება 03:22-ზე, მთვარე კირჩხიბშია

კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. აგრეთვე, ქიმიური პრეპარატების მიღებას.

ვერძი

ჩვეულებრივზე მეტ დროს დაუთმობთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას. სამსახურში კი ეცდებით მეგობრული ატმოსფეროს შექმნას. მოერიდეთ ზედმეტ ხარჯვას. შესაძლოა, გადაწყვიტოთ რემონტის დაწყება, გადაადგილება, ან ახლობლები მოვიდნენ თქვენთან სტუმრად.

კურო

აქტიური დღე ექნებათ. გსურთ გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო მხარე, ნიჭი. სხვები ყურადღებას გაამახვილებენ ცხოვრებით ტკბობაზე. ეს შეიძლება იყოს რესტორანში წასვლა, სახლში გემრიელი სადილის ან ვახშმის მომზადება. მასაჟი, სანაპიროზე გასეირნება ან მეგობრებთან, ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ გასვლა.

ტყუპი

ყველაზე მეტად ფინანსური საკითხები გაწუხებთ. ზოგი უახლოეს მომავალში ბიუჯეტს გადაანაწილებს, ზოგი საყიდლებზე წავა. რაიმე ლამაზის შეძენის სურვილი განსაკუთრებით ძლიერი იქნება, ეს შეიძლება იყოს სახლის, ტანსაცმლისა და აქსესუარების ყიდვა. დაფიქრდით ბოლოს როდის გაინებივრეთ სხეული სასარგებლო პროცედურებით. ალბათ დროა მიაქციოთ ყურადღება საკუთარ თავს.

კირჩხიბი

კარგი დღეა სილამაზის პროცედურების ჩასატარებლად. ეს შეიძლება იყოს ვიზიტი სტილისტთან, კოსმეტოლოგთან. ასევე კარგი დღეა შოპინგისა და ლამაზი ნივთების შესაძენად. იფიქრეთ იმაზე, თუ რა გსურთ შეცვალოთ თქვენს ცხოვრებაში, ახალი რამ შეიტანოთ მასში, დაიწყეთ დაგეგმვა.

ლომი

კარგი დღეა საუბრებისთვის, მეგობრებთან შეხვედრებისა და პაემნისთვის. მაგრამ ზოგიერთს სურს დასვენება. ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იოგას, ცურვისა და ხატვისთვის. არ არის გამორიცხული, ვინმეს საიდუმლო გაიგოთ.

ქალწული

დაგეგმეთ მოგზაურობა, შეხვედრები მეგობრებთან, სოციალურ ღონისძიებებზე დასწრება. არ არის გამორიცხული, რომ მონაწილეობა მიიღოთ ქველმოქმედებაში. ზოგის სურვილები ასრულდება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში გადადებული გქონდათ. დღე შესაფერისია პარტნიორთან სასიამოვნო კომუნიკაციისთვის.

სასწორი

დღეს გაქვთ საკმარისი ენერგია პროდუქტიულად მუშაობისთვის. თუ შვებულებაში ხართ, შეასრულეთ საოჯახო საქმეები. დღეს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ უფროს ნათესავებს, გაესაუბროთ მათ, ერთად წახვიდეთ სადმე, გაისეირნოთ ბუნებაში.

მორიელი

ჩართეთ თქვენი მეგობრები, პარტნიორები და ნათესავები თქვენს საქმიანობაში. კარგია შვებულების დაგეგმვა, ბილეთების ყიდვა, ჩემოდნის ჩალაგება. საინტერესო ნაცნობისთვისაც კარგი დღეა, თუ დიდი ხანია ერთად ცხოვრობთ, საღამო რომანტიკულად გაატარეთ.

მშვილდოსანი

6 ივლისს რაღაცის შეცვლა მოგინდებათ. უპირველეს ყოვლისა, ეს შეიძლება ეხებოდეს სახლს, ნათესავებთან ურთიერთობას და ჩვეულ ცხოვრების წესს. კარგია სპორტისთვის და ფიტნესზე დასარეგისტრირებლად. მეტი დრო გაატარეთ გარეთ, ვიდრე დახურულ ოთახში.

თხის რქა

დღეს განსაკუთრებულ როლს სხვა ადამიანები შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში. რჩეულთან ურთიერთობა შეიძლება გარდაიქმნას. უბრალოდ ნუ ჩაერთვებით რუტინაში, დაუთმეთ დრო ერთმანეთს, გაატარეთ აქტიურად, წადით გასართობ ღონისძიებაზე. მარტოხელებს შესაძლებლობა ექნებათ საინტერესო პიროვნება გაიცნოთ.

მერწყული

პროდუქტიული დღეა ეკონომიური და საქმიანი საკითხების მოსაგვარებლად. შეიძლება ბევრი სამუშაო იყოს, მაგრამ პერიოდულად უნდა დაისვენოთ. კარგია შესყიდვების გაკეთება, რაც გჭირდებათ სამუშაოსა და ჯანმრთელობისთვის. თუ დრო გაქვთ, გაისეირნეთ ბუნებაში. კარგია ვარჯიში, მაგრამ ზედმეტი დატვირთვის გარეშე.

თევზები

რომანტიკისა და შემოქმედებითი ნიჭის თვითგამოხატვის დღეა. ვიღაც სამსახურში წავა, ვიღაც ჰობის დაუთმობს დროს და დაივიწყებს სამყაროში ყველაფერს. სხვები წავლენ პაემანზე, გაერთობით მეგობრებთან ერთად. თუ თავისუფალი ხართ, მაშინ ნუ იჯდებით სახლში, გამოდით საზოგადოებაში ან დარეგისტრირდეთ გაცნობის საიტზე. არსებობს შანსი, შეხვდეთ თქვენთვის საინტერესო ადამიანს.