ივლისი ე.წ. სამეფო თვის სიმბოლიკითაც ხასიათდება. ივლისის თავდაპირველ სახელწოდებად, ქუინტილუს Quintilis (ლათ. quintus – «ხუთი») იყო მიჩნეული. თუმცა უკვე ჩვ. წელთაღრიცხვამდე 45 წელს, ოქტავიანე ავგუსტუსის ინიციატივით ამ თვეს სახელი შეეცვალა და იწოდა ივლისად, ოქტავიანეს წინამორბედის – რომის იმპერატორ იულიუს ცეზარის პატივსაცემად, რომელიც სწორედ ამ თვეში გახლდათ დაბადებული. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ივლისი ორ ზოდიაქოს ნიშანს – კირჩხიბსა და ლომს აერთიანებს, ორივე მათგანი კი თავის მხრივ სრულად ამართლებს ივლისის პერსონიფიკაციას – კირჩხიბი თავისი სულიერი სითბოთი და ემოციურობით, ლომი კი დიდსულოვნებითა და მეფური ხასიათით.
როგორია 6 ივლისს დაბადებული ადამიანი
6 ივლისს დაბადებული ადამიანები, ემოციებითა და პირადი ურთიერთობებით ცოცხლობენ. მათ ცხოვრებაში არაერთ მხურვალე რომანს და სასიყვარულო თავგადასავალს აქვს ადგილი. იმიტომ რომ, ისინი გამუდმებით დაეძებენ სულიერად და ემოციურად მათთვის შესაფერის პარტნიორს, რასაც ხშირად მოსდევს შეცდომები და ამ შეცდომების ნიადაგზე განცდილი ტანჯვა. სასურველია თუ ამ დღეს დაბადებული, საკუთარი ემოციების მოთოკვასა და დაბალანსებას ისწავლის.