6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე, მთვარე თხის რქაშია

არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მოიმატებს მკაცრი და კონსერვატიული დამოკიდებულება ყველაფრისადმი. ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა გაკეთდეს. გაუფრთხილდით კბილებს, სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი. კარგი დღეა სამიწათმოქმედო სამუშაოსთვის.

ვერძი

რთული იქნება ბიზნესზე ფოკუსირება საუბრების, სხვადასხვა სურვილის გამო. თუ ემოციებს ვერ დაემორჩილებით, არ არის გამორიცხული სკანდალები და კონფლიქტები. მნიშვნელოვანი პრობლემების გადაჭრა საუკეთესოა მარტოობასა და სიჩუმეში. სამშაბათს შეგიძლიათ დაანახვოთ გარშემო მყოფებს თქვენი პროფესიონალიზმი და ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ დაწინაურებას.

კურო

შეძლებთ მეტოქეების გადმობირებას. არ შეგეშინდეთ კლასიკური მეთოდებისგან გადახვევისა და ექსპერიმენტების. არ არის გამორიცხული პერსპექტიული ადამიანი გაიცნოთ. გელოდებათ შეყვარება, პაემანზე სიარული.

ტყუპი

აქტიური, ენერგიული, ექსცენტრიული ხართ და დღეს ამას კარგი შედეგი მოაქვს. პრობლემებს იოლად გადალახავთ და მოკლე დროში შთამბეჭდავ შედეგს მიაღწევთ. საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი და თქვენი გრძნობების აღიარება დაგეხმარებათ იგრძნოთ ნამდვილი სიყვარული.

კირჩხიბი

შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იყავით კეთილი ადამიანების მიმართ. ზოგიერთს შეუძლია ჩაერიოს თქვენს საქმეებში, გაგაკრიტიკოთ. თუმცა, ისინი ამას აკეთებენ არა ბოროტულად, უბრალოდ, სურთ თქვენი ყურადღების მიქცევა. იყავით დაკვირვებული ფინანსებთან, შეიძლება გადაიხადოთ იმაზე მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ლომი

დილით მოერიდეთ გაბრაზებას ან ვინმესთან იჩხუბს. ვარსკვლავები გირჩევენ მარტომ იმუშაოთ რთული საკითხების მოგვარებაზე. ლანჩის შემდეგ იქნება საინტერესო იდეების და წინადადებების განხილვა. სამშაბათის საღამო იქნება დატვირთული, მოსალოდნელია შეხვედრები პოზიტიურ ადამიანებთან, წვეულება.

ქალწული

დღეს თავდაჯერებულად იგრძნობენ თავს. თქვენი პირდაპირობა მოიზიდავს მოკავშირეებს. მიიღებთ ყველა სახის მხარდაჭერას. გარიგებების განხილვის დღეა. შეიძლება იყოს ძველი ოცნების ახდენის შანსი. დღე ხელსაყრელია გარეგნობის ცვლილებებისთვის, სამოსისა და სამკაულების შესაძენად.

სასწორი

გამოიყენეთ შანსები, რომ მიაღწიოთ თქვენს მიზანს და რაც შეიძლება მალე. გამოავლინეთ თქვენეული დიპლომატია, გახსოვდეთ, ჩხუბი მარტივად იწყება. სანამ ვინმეს გააკრიტიკებთ, კარგად უნდა დაფიქრდეთ.

მორიელი

სამსახურში უფრო ფრთხილად უნდა იყოთ, არ არის გამორიცხული უხეში შეცდომები. სამშაბათი ხელსაყრელია სასიყვარულო საკითხების მოსაგვარებლად. მარტოხელა მორიელებს გელოდებათ საინტერესო ადამიანთან შეხვედრა. კარგი იქნება წყვილებისთვის ერთობლივი დასვენების დაგეგმვა. აღმოფხვრით წყვილში წყენას, შიშებს.

მშვილდოსანი

შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ფინანსურ საკითხებს - მოგების მიღების დიდი შანსია. თუ ვინმე ან რაღაც ტოვებს თქვენს ცხოვრებას, ნუ ეცდებით მის შენარჩუნებას. ამ ადგილს ერთ თვეში ახალ და საინტერესო დაიკავებს. ცვლილებების დროა, რომელთათვისაც წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს.

თხის რქა

რეაქციების ოდნავ შერბილება მოგიწევთ. ვალდებულებების გამო სხვა არაფრისთვის დრო ნამდვილად არ გექნებათ. იმუშავეთ ნელა, გააკეთეთ ის, რასაც ჩვეულებრივ კარგად აკეთებთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლებელია სიახლე, რომელიც გაგახარებთ. გაატარეთ საღამო ოჯახურ წრეში - მიიღეთ მათი მხარდაჭერა და გაგება.

მერწყული

მანიპულაციური ქცევა ზიანს აყენებს ურთიერთობებს. იყავით გულწრფელი იმ ადამიანებთან, ვინც ზრუნავს თქვენზე. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ჩვეულებრივზე რბილი მოქცევა. ნუ დაიშურებთ კომპლიმენტებს. პაემანი ან რომანტიკული სიურპრიზი დაგეხმარებათ განწყობის გაუმჯობესებაში. მარტოხელა მერწყულმა უნდა გააანალიზოთ წარსულში დაშვებული შეცდომები.

თევზები

გაუზიარეთ გამოცდილება გარშემო მყოფებს. ისაუბრეთ ხალხთან, განიხილეთ საინტერესო საკითხები. არსებობს ახალი პარტნიორების ან მფარველის გაჩენა შანსი. სასიყვარულო პარტნიორი დღეს შეიძლება ცივი იყოს. ნუ ეცდებით მის გადაკეთებას. დაპირისპირება დიდი სკანდალით დამთავრების რისკს წარმოადგენს.